
„გააწყვე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ“ (ფსალმ. 22:5)
ერთ დღეს ღმერთმა სატანას ჰკითხა: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი?“ (იობ. 1:8).
ღმერთი ამაყობდა თავისი უმწიკვლო და მართალი შვილით, იობით, რომელიც ღვთისმოშიში იყო და ყოველგვარ უკეთურებას გაურბოდა.
შეშურდა ეშმაკს და განრისხდა. იობს მრავალი განსაცდელით ტანჯავდა. რაც კი ებადა, ყველაფერი წაართვა.
მაგრამ ღმერთმა არ დატოვა იობი, აღადგინა თავისი ერთგული მსახური, გაამრავლა მისი ოჯახი, სიმდიდრე კი იმაზე მეტი მისცა, რაც განსაცდელამდე ჰქონდა.
ღმერთს სავსებით შეეძლო ეშმაკისთვის ასეთი რამ ეთქვა: „სატანავ, შენ დამარცხდი, ჩემმა შვილმა, იობმა კი გაიმარჯვა. ამიტომ გავუწყვე ტაბლა მის მტერთა წინაშე. ახლა კი შეხედე, როგორ ვაკურთხებ მას“.
ვიცი, რომ ღმერთს თავის ერთგულ და მართალ შვილთა აღდგენა და კურთხევა სურს.
ჰო, მან შენს წინაშე შენს მტერთა თვალწინ ტაბლა გააწყო. და როცა ღმერთი შენს წინაშე ტაბლას აწყობს, შენ აღარაფერი გემუქრება, რადგან უფალთა უფალი შენთანაა და გაკურთხებს. დამოწმება: „თანდაყოლილი განუკურნებელი დაავადების გამო ჩემი ცხოვრება ადრეული ბავშვობიდანვე მძიმეა. გარდა ამისა, (უფრო სწორად კი, ჩემი ასეთი მდგომარეობის გამო) არაერთხელ გავმხდარვარ ბულინგის მსხვერპლი. ყველაფრის მიუხედავად გულს არ ვიტეხ და ღმერთს მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ სიცოცხლე მომცა. თქვენი პირველი წერილი რომ წავიკითხე, გამაოცა სიტყვებმა „გმადლობ, რომ არსებობ“. მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ განსაცდელის დროს ყოველ ჩვენგანს სჭირდება გამხნევება. თქვენ ეს სამი სიტყვით შეძელით. როდესაც პრობლემის წინაშე ვდგები, პასუხებს თქვენს წერილებში ვეძებ. და ყოველთვის ვპოულობ. ან თავად თქვენ მეუბნებით, როგორ მოვიქცე, ან სწორედ იმ სიტყვებს მაწვდით წმინდა წერილიდან, რომლებიც ჩემს კითხვებს პასუხობს“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს