
„ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან. იდგნენ ტახტის წინაშე და კრავის წინაშე თეთრი სამოსლით შემოსილნი და პალმებით ხელში. იძახდნენ დიდი ხმით და ამბობდნენ: „ხსნა ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს!“ (გამოცხ. 7:9-10).
იესო თავისი დიდების ტახტზე ზის და მის გამარჯვებას ვერავინ უარყოფს. იგი დიდებითა და ღირსებით სუფევს. მან ბრძოლაში გაიმარჯვა, მან სიკვდილი დათრგუნა. აი, რას ნიშნავს ეს შენთვის:
- შენ გაიმარჯვე.
- შენი ბორკილები დაიმსხვრა და შენ თავისუფალი ხარ.
- შენ ღვთის სასუფევლის თანამემკვიდრე ხარ.
- შენი ნაბიჯი მტკიცეა.
- შენ მისი სიცოცხლით აღივსე.
- შენ ღვთის ტაძარი ხარ.
ჩემო მეგობარო, ქრისტემ გაიმარჯვა და ცოდვა დათრგუნა. მისი ძალითა და უსაზღვრო გამარჯვებით შენც გაძლიერდი.
ერთად ვილოცოთ: „იესო, შენში მე ყველაფერი მაქვს. შენში მე გამარჯვებული ვარ. შენ ხარ მეფეთა მეფე და უფალთა უფალი. ჩემი ნაბიჯი მტკიცე იქნება, რადგან შენი სიცოცხლით ვარ აღვსილი. შენი სახელით, ამინ“.
დამოწმება: “ორი წლის წინ ჩემი სიცოცხლე იესოს მივანდე და მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: ჩემი საქმეები, ჩემი ფიქრები… გმადლობთ თქვენი გზავნილებისთვის, გამხნევებისთვის ნუგეშის სიტყვებისთვის. ეს ბრძოლაში და რწმენის განმტკიცებაში მეხმარება. სანამ მსახურებას დავიწყებდი, ვერც ვგრძნობდი, რომ ვცხოვრობ. ახლა კი, ამ მსახურების წყალობით, ჩემი უფლისა და მხსნელის, ცოცხალი ღმერთის ძის მეგზური ვარ. გმადლობთ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს