5.9

მთავარი | დაინახე სასწაული | ფეხი აუწყვე უფალს

ფეხი აუწყვე უფალს

„რადგან შვიდჯერ დაეცემა მართალი, მაგრამ ადგება, ხოლო უკეთურნი უბედურებაში წაბორძიკდებიან.“ (იგავ. 24:16) 

ადამიანისთვის სიარულის აქტი ავტომატური როდია. ის ჯერ თავის წამოწევას სწავლობს, მერე წამოჯდომას, მერე ხოხვას, მერე კი ფეხზე დგება და პირველ ნაბიჯს აკეთებს. ათასწლეულთა მანძილზე ამ პირველ ნაბჯებს უდიდესი სიხარულითა და გაოცებით უცქერენ ბედნიერი მშობლები. 

ღვთის სულით სიარულიც ამის მსგავსია. ეს ზრდის პროცესია, რომელსაც სრულყოფილად მხოლოდ მაშინ გავაცნობიერებთ, როდესაც ღვთის პირისპირ დავდგებით. 

შენ სულაც არ ხარ სრულყოფილი, თუმცა… ღმერთს შენ უყვარხარ და შენს გვერდიგვერდ მოდის. მას შენი გაწაფვა და წვრთნა სურს, ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითიდღე. მას სურს, რომ ფეხი აუწყო. მანამდე კი პატივით ეკიდება შენი გულის რიტმს, შენს მოწადინებას.   

  • უფალი გათავისუფლებს
  • შენს ძალას აღადგენს
  • მიგავლენს, რომ მსოფლიოს ერებს მისი სახელი აუწყო!

შედი ღვთის სრულყოფილებაში, ფეხი აუწყვე მისი სვლის რიტმს. ღმერთს მიენდე და ნაბიჯი გადადგი!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.