9.2

მთავარი | დაინახე სასწაული | ფინიშის ხაზი წინ არის!

ფინიშის ხაზი წინ არის!

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მთელი მსოფლიოს სპორტსმენები შეუპოვრობის საოცარ მაგალითებს გვაჩვენებენ. ერთ-ერთი ურთულეს შეჯიბრთაგანი მარათონი – გრძელ დისტანციაზე გარბენაა. მორბენალებს 42 კმ. და 195 მ. მანძილის დაფარვა უწევთ.  

ახლა კი წარმოიდგინე, რომ მორბენალებს გარბენისას მძიმე ქურქი აცვიათ, ხელში კი მძიმე ჩანთა უჭირავთ. ნიჭის, გამძლეობის და კარგი ფიზიკური მომზადების მიუხედავად, ასეთი ტვირთი მათ, რა თქმა უნდა, შეანელებდა.  

შენც გაქვს შენი სარბიელი. და უფლის სიტყვა გასწავლის, როგორ მიაღწიო გამარჯვებას: 

„ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი“ (ებრ. 12:1).

აი, როგორ უნდა მოიქცე:

  • მოიშორე ტვირთი.
  • მოიშორე ცოდვა.
  • თვალი იესოს მიაპყარი და ისე ირბინე!

ფინიშის ხაზი წინ არის, ამიტომ უკან ნუ მიიხედავ, მომავალს წარსულით ნუ დატვირთავ. შეუპოვრად ირბინე! წინ ჯილდო გელის!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.