
მთავარი | დაინახე სასწაული | ქრისტეში შენ ჭეშმარიტად სრულყოფილი ხარ!
ქრისტეში შენ ჭეშმარიტად სრულყოფილი ხარ!
დღეს ღმერთს შენთვის იმის შეხსენება სურს, რომ შენ სრულყოფილი ხარ… ქრისტეში!
საქმე ის კი არაა, რომ მან უცაბედად ჩვენი შეცდომების დავიწყება გადაწყვიტა. მან ისინი უბრალოდ წაშალა (კოლ. 2:14)!
„ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ“ (ებრ. 10:17).
შენი ცოდვები დამარხული ან თეთრი სამოსის ქვეშ დაფარული როდია. ქრისტეში შენ ნამდვილად სრულყოფილი ქმნილება ხარ! სამარადისოდ!
ბიბლია გვეუბნება: „ვინაიდან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი” (ებრ. 10:14).
იმ დღიდან, როცა იესო აღიარე, შენ სამარადისოდ სრულყოფილი გახდი.
შენი სრულყოფილება არც შენი კეთილი საქმეების ნაყოფია, არც შენი ნიჭების და უნარების შედეგია. იესომ იტვირთა ყველა ჩვენი ცოდვა, ჯვარზე გამოისყიდა და თავისი სრულყოფილება მოგვცა, თავისი უბიწოების სამოსით შეგვმოსა.
მიუხედავად ჩვენი კაცობრივი არასრულყოფილებისა, მე და შენ სრულყოფილები ვართ იესოს სრულყოფილებით. ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენს ბაგეთაგან მადლიერების სიჭარბე გადმოიღვაროს.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს