
მიბაძე იესოს! თავისი სიკვდილითა და აღდგომით მან გვაჩვენა, რაოდენ დიდია მისი სიყვარული ყოველი ადამიანისადმი.
- მას უარყოფა გამოუცდია.
- მას ღალატი გამოუცდია.
- მას დევნა გამოუცდია.
- მას წამება გამოუცდია.
- მას დამცირება გამოუცდია.
- მას ტკივილი გამოუცდია.
- მას მარტოობა გამოუცდია.
ჩემო მეგობარო. ვინმემ ხელი ხომ არ გკრა? ვინმემ ხომ არ დაგამცირა? იქნებ, შენი არავის ესმის? ნახე, რა იწინასწარმეტყველა ესაიამ ქრისტეს შესახებ:
„არც ტანადობა ჰქონია მას, არც დიდებულება, რომ გვეცქირა მისთვის, არც გარეგნობა, რომ მივეზიდეთ. შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და დასნეულებული. და ჩვენ სახეს ვარიდებდით მას, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით. მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ ნაცემი და წამებული“. (ეს. 53:2-4)
იესო სასწაულებს ახდენდა, ის კი უარყვეს და დაამცირეს. გოლგოთის გზაზე მას ბრაზიანი შეძახილებით აცილებდნენ, ამცირებდნენ, ის კი მორჩილებით ზიდავდა თავის ჯვარს. სიკვდილის წინ იესომ მამას შეჰღაღადა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“. თავისი მსხვერპლით, ჯვარცმით, მან ცოდვებისგან გვიხსნა, სნეულებისგან განგვკურნა და მამასთან შეგვარიგა. ესაია წინასწარმეტყველი გვეუბნება: „ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი – ჩვენი ურჯულოების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ“ (ეს. 53:5).
ჩვენ გვწამს ცოცხალი ღმერთი. ჩვენ გვწამს, რომ იესო მკვდრეთით აღდგა. მისი სიყვარული ჩვენს გაგებას აღემატება. ჩემო მეგობარო! შენ ხელი გკრეს, შენი არ ესმით, იესოს კი უყვარხარ. მას შენი ესმის, მან იცის, რას გრძნობ ამ წუთებში.
მიბაძე იესოს და გაიმარჯვებ. მოციქულთა საქმეები იესოს შესახებ ასე გვასწავლის: „ეს არის ქვა, რომელიც უკუაგდეთ თქვენ, მაშენებლებმა, და რომელიც ქვაკუთხედად იქცა“ (საქმე 4:11).
მიბაძე იესოს, რომელიც ეწამა, რომელმაც თავისი ჯვარი ზიდა. ეს ძნელი გზაა ყოველი ქრისტიანისთვის. მაგრამ გახსოვდეს: ეს გამარჯვების და მკვდრეთით აღდგომის გზაა.
„ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთი გამამართლებელი. ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და, მეტიც, რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის“ (რომ. 8:33-34).
ადიდე ღმერთი, მიბაძე იესოს, გაითავისე მისი სიკვდილი და აღდგომა. შენ მისი გამარჯვების გზას მიუყვები.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს