7.1

მთავარი | დაინახე სასწაული | ღვთისთვის საამოა, როცა მისი მადლი შენში ვლინდება

ღვთისთვის საამოა, როცა მისი მადლი შენში ვლინდება

ჩემო მეგობარო, შენი შეცდომების სიმრავლის და სიმძიმის მიუხედავად შენ ღმერთს უყვარხარ. ეს ხომ შენც კარგად იცი. მაგრამ ზოგჯერ დანაშაულის გრძნობა ისე დიდია, რომ ლოცვასაც კი ვერ ბედავ, გგონია, რომ ამ მდგომარეობაში უფალთან ურთიერთობის ღირსი არ ხარ. 

ღვთის დახმარების გარეშე ვერავინ განიწმინდება. ის ერთადერთია, ვისაც შენი ცოდვის წარხოცვა შეუძლია. ის ერთადერთია, ვინც დანაშაულისგან გაგათავისუფლებს. უბრალოდ მიმართე მას და ცოდვათა მიტევება სთხოვე. ის ერთგულია და გულმოწყალე. ის შენს ცოდვას არარად აქცევს. აი, რას გვეუბნება იესო:  

„წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი;’ მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი“ (მათ. 9:13).

ღმერთი ისეთს მიგიღებს, როგორიც ხარ. ის მკლავებს გიშლის და მუდამ მზადაა გულში ჩაგიკრას და განუგეშოს. ის გულმოწყალეა და მის სიყვარულს საზღვარი არ აქვს. ჩემო მეგობარო, მას სურს, რომ მისი მადლი შენში გამოვლინდეს. 

ილოცე ჩემთან ერთად:  „ღმერთო ჩემო, გევედრები, მაპატიე ყველა ჩემი შეცდომა. მომხსენი ეს ტვირთი დამძიმებული გულიდან, რათა შენი მადლის მიღება და ჭეშმარიტად თავისუფალი ცხოვრება შევძლო. გმადლობ შენი გულმოწყალებისთვის. იესოს სახელით, ამინ“. 

P.S.: ალბათ გსმენია დაბადებიდან უხელფეხო ნიკ ვუიჩიჩის ამბავი; ალბათ გაოცებს, რომ უნარშეზღუდული ადამიანი ასეთი სავსე ცხოვრებით ცხოვრობს; ალბათ გახარებს მისი სიხარული, გამბედაობა და რწმენა. მართლაც საოცარია თანაგრძნობისა და სიყვარულის სიჭარბე, რომელსაც ეს ადამიანი მოყვასისადმი ავლენს. უყურე ვიდეოს და კიდევ ერთხელ გაიხარე მისი სიხარულით.

დამოწმება: „ყოფილი პატიმარი ვარ. სულ ცოტა ხნის წინ გავთავისუფლდი. ისე მოხდა, რომ ციხეში ღვთის სიტყვის კითხვა დავიწყე და ქრისტეს მიმდევარი გავხდი. რომ გავთავისუფლდი, ძალ ღონეს არ ვიშურებდი, მეშინოდა, რომ ღმერთის და ჩემი ოჯახის წევრების მოლოდინს გავაწბილებდი. სასჯელ მოხდილისთვის სამსახურის პოვნა არც ისე ადვილია. მთრგუნავდა ჩემი უსარგებლობა. მერე „დაინახე სასწაულის“ წერილების კითხვა დავიწყე და თანდათან ყველაფერს მივხვდი. მივხვდი, რომ ღვთისთვის არაფერია შეუძლებელი. მან ჩემს ლოცვებს უპასუხა: ისეთ ადამიანს შემახვედრა, რომელიც ჩემი წარსულის მიუხედავად მენდო და სამსახური მომცა. ღვთის მოწყალებით ჩემი ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალა. მადლობას ვწირავ უფალს, რომელმაც ასე რთულ დროს არ დამტოვა, დახმარების ხელი გამომიწოდა“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.