8.5

მთავარი | დაინახე სასწაული | ღვთისთვის შენი მცირე ღვაწლიც ღირებულია!

ღვთისთვის შენი მცირე ღვაწლიც ღირებულია!

ზოგჯერ სამყარო ისე უზარმაზარი გვეჩვენება, ცხოვრებისეული საჭიროებები და პრობლემები კი ისე დიდი და ულევი, რომ თავს უსარგებლოდ და უსუსურად ვგრძნობთ და ვამბობთ: „უფალო, მე ძალზე მცირე ვარ. როგორ გავუმკლავდე ამ ყველაფერს, როგორ დავძლიო, როგორ მოვერიო? 

მაგრამ ღმერთს გმირთა გმირები კი არა, მორწმუნეები სჭირდება.

შესაძლოა, დღეს ღმერთი შენგან ელის მხოლოდ გულითად ღიმილს, რომლითაც ხანდაზმულ ქალბატონს გაამხნევებ. ნუ გგონია, რომ ეს უმნიშვნელო საქმეა. იქნებ, მას სწორედ შენი ღიმილი სჭირდება?  

ან, იქნებ, ღმერთი დღეს შენგან კარგად შესრულებულ სამუშაოს ელის? იქნებ სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი?  

იქნებ ღმერთს დღეს შენგან საქმე კი არა, მხოლოდ რწმენა სჭირდება? 

შენი მცირე ღვაწლიც კი ძალზე ღირებულია. 

მინდა მადლობა გადავუხადო „დაინახე სასწაულის“ ერთგულ მკითხველებს და რამდენიმე მათგანის დამოწმება შემოგთავაზოთ:

„ჩემი დილა თქვენი წერილების კითხვით და ლოცვით იწყება. ამგვარი სამზადისის შემდეგ გულდამშვიდებული ვეგებები ახალ დღეს, რადგან ვიცი, რომ ყველა დაბრკოლებას დავძლევ, ისე, რომ სიმშვიდეს და წონასწორობას არ დავკარგავ“.   

„თქვენი წერილების კითხვისას ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს პირადად მე მესაუბრებით. ამგვარი რამ სხვებისგანაც მსმენია. მოუთმენლად ვხსნი ფოსტას, რადგან ვიცი – თქვენი წერილი დამხვდება, რომელიც ჩემს კითხვებს პასუხს გასცემს და ეს დიდი თუ მცირე პრობლემების გადაწყვეტის გზას მაჩვენებს“. 

„ნამდვილი კურთხევაა, როცა დილით წერილს ვხსნი და ასეთ შეხსენებას ვკითხულობ: „შენ ღმერთს უყვარხარ“. ეს სიტყვები ყოველგვარ შიშს აქრობს და ვიცი, რომ დღეს ყველაფერს შევძლებ“. 

თუკი ღმერთს მიენდობი, დაინახავ, რომ შენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი ის დიად სასწაულებს ახდენს. მთელი გულით იწამე უფალი. მან თავად იცის, როგორ აკურთხოს შენი სიცოცხლე და ჩემი სიცოცხლე. ჩვენ კი მისი დიდებისთვის ვიღვაწოთ.

კურთხეული იყოს შენი დღე!

დამოწმება: „უკვე ორი თვეა, რაც „დაინახე სასწაულის“ წერილებს ვკითხულობ. ამას სამსახურში წასვლის წინ ვაკეთებ. თქვენი სიტყვებიც და ბიბლიის მუხლებიც საოცრად ეხმიანება იმას, რასაც განვიცდი. თქვენ მართლაც მაჩვენეთ, რომ უფალთან ერთად ყველაფერს შევძლებ. რთული და დამძაბველი სამუშაო მაქვს. ზოგჯერ ისეთი მომენტი დგება, თითქოს აი ახლა ხელებს ჩამოვუშვებ. ასეთ დროს უფალს მივმართავ, რადგან ვიცი, რომ ის არც თავად დანებდება ვითარებას და მეც მომცემს ძალას“.  

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.