
თავისი წმინდა სიტყვის მეშვეობით ღმერთი ბევრს დაგვპირდა. თავისი უსაზღვრო სიყვარულით ღმერთს შენთვის სიკეთის ქმნა სურს. შენი საქმე კი უფლის ნდობა და მისი სიკეთის მიღებაა.
„რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, უფალო, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე“ (ფსალმ. 30:20)
ღმერთი გპირდება, რომ იზრუნებს შენი ხორციელი და სულიერი საჭიროებებისთვის. იგი ყველაფერში დაგეხმარება: განკურნავს შენს სნეულებას, შეისმენს და შეიწყნარებს შენს ლოცვას. მთავარი კი ისაა, რომ მან სიყვარულის ნიჭი და მარადიული სიცოცხლე მოგცა.
იხარე, „რადგან ღვთის ყველა აღთქმანი მასში „ჰო“ არის და მისით ითქმის „ამინი“ ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ“ (2 კორინთ. 1:20)
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს