8.14

მთავარი | დაინახე სასწაული | ღვთის თვალით შეხედე სამყაროს!

ღვთის თვალით შეხედე სამყაროს!

შენი ზეციერი მამა ადამიანის მსგავსად როდი ფიქრობს, ლაპარაკობს და მოქმედებს. ის სრულყოფილია, მაშასადამე სრულყოფილი, სამართლიანი და წმინდაა მისი ხედვაც.  

„რადგან როგორც ცაა მაღალი დედამიწაზე, ისე ჩემი გზებია მაღალი თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები – თქვენს ზრახვებზე“ (ეს.55:9)

საზოგადოება შენი ოჯახური ცხოვრების, პროფესიული წარმატების, ემოციური მდგომარეობის შეფასებისთვის გარკვეულ საზომებს გთავაზობს. ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთები „სრულყოფილი“ ცხოვრების მოდელს, ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისა და პროფესიული წარმატების რეცეპტებს გთავაზობს. 

შენს ცხოვრებას თავსმოხვეული საზომებით კი ნუ გაზომავ, არამედ ღვთის თვალით შეხედე. ეს ხომ ერთადერთი მართებული ხედვაა. შესაძლოა, შენთვის ბევრი რამ მაინც შეუცნობელი დარჩება, მაგრამ ამგვარად აღიარებ, რომ ღმერთი ყოვლადბრძენია და რომ ის შენთანაა. 

შენი ძალა სიმყუდროვესა და მინდობაშია (იხ. ეს. 30:15).

რჩევა უფალს ჰკითხე, მიენდე და პასუხს დაელოდე. გახსოვდეს, რომ მისი ფიქრი შენსას არ ჰგავს.

ღმერთმა მუდამ იცის, რით განუგეშოს, როგორ გაფანტოს შენი ცხოვრების სიბნელე და როგორ დაგაყენოს სწორ გზაზე. მას მიენდე და ის გიკარნახებს მართებულ გადაწყვეტილებას.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.