
მთავარი | დაინახე სასწაული | ღვთის თვალით შეხედე შენს ცხოვრებას!
ღვთის თვალით შეხედე შენს ცხოვრებას!
ხომ გსმენია ნიკ ვუიჩიჩის შესახებ? თუნდაც ასე იყოს, უყურე ამ ვიდეოს:
საოცარი ადამიანია, რომლის გზა სულაც არ იყო მარტივი. დიდი ტანჯვა ერგო, ბევრი დაბრკოლება გადალახა. უხელფეხო დაიბადა. ისეთი დროც ჰქონია, როცა სიცოცხლე არ სურდა.
დაღუპვას ნიკი მისმავე არჩევანმა იხსნა: მან საკუთარ თავს ღვთის თვალით შეხედა. დღეს ის სიცოცხლით ტკბება.
ნიკი მხოლოდ ტანჯვით აღსავსე ცხოვრებას, თითქოსდა გადაულახავ დაბრკოლებებს და უმძიმეს ტვირთს უმზერდა. მაგრამ ის არაფერს შეეპუა და თავის ცხოვრებას ღვთის თვალით შეხედა.
ნიკს განსაკუთრებულად უყვარს რომაელთა მიმართ ეპისტოლის ეს მუხლი:
„ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ“ (რომ. 8:28).
ნიკმა ასეთი რამ თქვა: „ეს მუხლი ნამდვილად ჩასწვდა ჩემს გულს, რადგან დამარწმუნა: არ არსებობს ბედი, შემთხვევითობა ან დამთხვევა. ჩვენს ცხოვრებაში „ცუდი“ რამ კი იმიტომ ხდება, რომ ქრისტეს ვემსგავსოთ. ამას მივხვდი და ვიგრძენი, რომ ჩემი გული მშვიდობით აივსო. ახლა დანამდვილებით ვიცი: თუკი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით, ასე იმიტომ ხდება, რომ ღმერთს სასიკეთო განზრახვა აქვს“.
შენც აივსები ამ მშვიდობით. მთავარია იცოდე, რომ ყველაფერი ღვთის ხელთაა. არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდება შენს ცხოვრებაში: ღმერთი ყველაფერს შენს სასიკეთოდ მოაბრუნებს.
კურთხეული იყავი, ჩემო მეგობარო. მიყვარხარ და გაფასებ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ შენ უსაზღვროდ და უპირობოდ უყვარხარ უფალს.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს