5.26

მთავარი | დაინახე სასწაული | ღვთის სიყვარული უსაზღვროა!

ღვთის სიყვარული უსაზღვროა!

„და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“  (რომ. 8:38-39).

ჩემო მეგობარო, შენ ღვთის შვილობის, მისი ოჯახის წევრობის პატივი გაქვს. ეს უმშვენიერესი, საოცარი საჩუქარია. შენ მას უყვარხარ, ვინც ანი და ჰაეა, ვისაც უსაზღვრო სიყვარული შეუძლია. 

დიახ, ის შენთანაა. შენი შეცდომების, შენი მარცხის მიუხედავად შენ მას უყვარხარ. ღმერთი მარადიული და უცვლელია. ის არასდროს მიგატოვებს, ზურგს არ შეგაქცევს, არ უარგყოფს. მისი მკლავები გაშლილია, მისი გული მუდამ ღიაა შენთვის. 

იგი განუზომლად მეტს ხედავს, ვიდრე შენ  შეგიძლია შეიმეცნო. მისი განგებულება და გზა სრულყოფილია. მას მიენდე. მიუახლოვდი უფალს, მიეცი უფლება შეგეხოს და აღგავსოს თავისი უსაზღვრო სიყვარულით. 
ილოცე ჩემთან ერთად: „მამაო, მწამს, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც ხელმწიფენი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ერთი ქმნილება ვერ განმარიდებს შენი სიყვარულისგან ჩემს უფალ იესო ქრისტეში“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.