
მთავარი | დაინახე სასწაული | ღვთის შემოქმედი ძალა შენს განკარგულებაშია!
ღვთის შემოქმედი ძალა შენს განკარგულებაშია!
როგორ ფიქრობ, საკმაოდ კრეატიული ხარ?
ზოგჯერ სამუშაოსთვის, ან თუნდაც ოჯახური ვახშმის მენიუსთვის, შვილების აღზრდისთვის ახალი იდეები გჭირდება, თავში კი არაფერი მოგდის.
თუმცა შენთვის კარგი ამბავი მაქვს!
შენს ღმერთს შემოქმედების უსაზღვრო ძალა აქვს! იგი შემოქმედების ჭეშმარიტად უშრეტი წყაროა.
უბრალოდ გარშემო მიმოიხედე. შეხედე ბუნებას, ფლორისა და ფაუნის ნაირფეროვნებას, დაფიქრდი, რა რთულია შენი ტვინი, ნერვული სისტემა, რა მდიდარია შენი ემოციური სპექტრი, რა დიდია გარემოსთან შენი შეგუების უნარი; იმაზეც დაფიქრდი, რომ ათასწლეულების მანძილზე უნიკალური, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები იბადებიან.
ყოველივე ეს ღვთის უსაზღვრო შემოქმედებით ძალაზე მოწმობს.
და მას სურს, თავისი შემოქმედებითი ძალა შენ გაგიზიაროს!
მან ჩვენც მოგვცა საოცარი შემოქმედებითი ნიჭი. ამას კაცობრიობის მთელი ისტორია მოწმობს – ხელოვნების უძველესი ნიმუშებიდან თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებამდე.
ასე რომ, თუკი იდეები არ გყოფნის, ღმერთს მოუხმე – უდიდეს შემოქმედს, რომელმაც თავისი შემოქმედებითი ძალა შენც გიწილადა.
მნიშვნელობა არ აქვს, მორიგ ტექნოლოგიურ სასწაულს იგონებ თუ ოჯახურ ვახშამს ამზადებ – მან იცის, როგორ მოგცეს შთაგონება.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს