9.20

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთთან ერთად ყველა დაბრკოლებას დაძლევ!

ღმერთთან ერთად ყველა დაბრკოლებას დაძლევ!

დღეს წმინდა წერილის ეს მუხლი ჩემს ფიქრებს შეეხმიანა. იმედი მაქვს, რომ ის შენს გულსაც შეეხება: 

„რადგან შენით ურდოებს შევებმები, ჩემი ღმერთით გალავანს გადავევლები“  (2 მეფ. 22:30).

დავით მეფემ კარგად იცოდა, რასაც ამბობდა. თავად გამოუცდია: ღმერთი მასთან იყო, ამიტომ იგი თამამად შეება ურდოს და გალავანსაც გადაევლო.  

ეს სიტყვები დავითმა იმ დღეს წარმოთქვა, როცა უფალმა იგი ყველა მისი მტრის ხელიდან იხსნა (იხ. 2 მეფ. 22:1).

დაბრკოლება, რომლის გადალახვა დავითს მოუხდა, რეალური, მატერიალური დაბრკოლება – მტრის მიერ აღმართული გალავანი იყო. თუმცა არც სულიერ დაბრკოლებათა გადალახვაა უფრო მარტივი. იქნებ, დღეს შენს წინაშე

  • სასოწარკვეთილების გალავანი აღიმართა?
  • ან ეჭვის?
  • იქნებ, ეს წყენის და სევდის გალავანია?
  • ან სიმარტოვის?
  • იქნებ, სნეულების გალავანი ვერ დაგიძლევია?
  • ან დათრგუნულობის?
  • ან, იქნებ, შენს წინ შიშის გალავანი აღიმართა?
  • ან შფოთვის?
  • ან უსუსურობის?
  • ან დაქანცულობის?

რა გალავანიც არ უნდა აღიმართოს შენს წინაშე, იცოდე, რომ შენ მას გადალახავ.  

შენ მას გადალახავ, გადაევლები, რადგან იესო ხელში აგიტაცებს  და გადაგიყვანს. 

იგი მტრებისგან გიხსნის. იგი აგამაღლებს და ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარება. 

დიახ, ღმერთთან ერთად შენ ყველა გალავანს გადაევლები!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.