9.31

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთთან ერთად შენს ლაშქარს შექმნი!

ღმერთთან ერთად შენს ლაშქარს შექმნი!

ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთთან ერთად შენ საოცარი საქმეების აღსრულებას და საოცარი ახალი უნარების შეძენა-განვითარებას შეძლებ.

„ღმერთთან შევქმნით ჩვენ ლაშქარს, და ღმერთი დაამხობს ჩვენს მტრებს“ (ფსალმ. 59:14).

შენი „ლაშქარი“ ის შესაძლებლობები და უნარებია, რომელთაც ღმერთი გაძლევს. ეს შეიძლება ერთი შეხედვით მარტივი, ჩვეული, ყოველდღიური რამ იყოს, ან უფრო რთული, როგორიცაა საჯარო გამოსვლა, რთული აპარატურით სარგებლობა და სხვ. ეს ის ლაშქარია, რომლის დახმარებით ომს კი არ ვაჩაღებთ, არამედ კეთილ და სასარგებლო საქმეებს ვასრულებთ. თუმცა ხშირად ისე ხდება, რომ ჩვენი ნიჭების და უნარების გამოყენებას ვერ ვბედავთ, რადგან გვგონია, რომ არაფერი გამოგვივა და მარცხი გვაშინებს.

ასე ნუ იფიქრებ. ნუ გგონია, რომ ღმერთი განსაკუთრებულ გმირებს ეძებს. ძალიან ხშირად იგი ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ადამიანების ხელით ახდენს სასწაულებს და ამგვარად თავის დიდებას გვიცხადებს. შენ ღვთის დიდების იარაღი ხარ!

მოგიწოდებ: ნუ ყოყმანობ, უბრალოდ სცადე! რას ელოდები? ადექი, წადი და ღმერთთან ერთად შენი ლაშქარი შექმენი.

დამოწმება: „დიდება იესოს! დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვახერხებდი დროის გამონახვას იმისთვის, რაც ძალიან მიყვარს. საქმე ისაა, რომ საკმაოდ კარგად ვხატავ. სათანადო განათლებაც მაქვს. მაგრამ ყოველდღიური მოვალეობების გამო თავს უფლებას არ ვაძლევდი, ამეღო ტილო, ფუნჯები და საღებავები და ტილოზე გადმომეტანა ის, რაც ღმერთმა გულში ჩამიდო. თქვენმა წერილებმა გამაბედინა. მას მერე სამი თვე გავიდა. რამდენიმე ნახატი გავყიდე, კიდევ რამდენიმემ ჩემი ახლობლების სახლებში გადაინაცვლა, და, როგორც მეუბნებიან, მათ თვალს ახარებს. გმადლობთ, რომ გამაბედინეთ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.