
მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთისთვის არასდროს არ არის გვიან!
ღმერთისთვის არასდროს არ არის გვიან!
იმ დროს, როცა ახალგაზრდა პასტორი ვიყავი, აღმოვაჩინე, რომ სამოძღვრო საქმიანობის სიამოვნებას უსიამოვნებაც ახლავს. საუბედუროდ ქრისტიანებს შორის კინკლაობა, უთანხმოება, ძალაუფლებისთვის ბრძოლა არცთუ იშვიათი მოვლენები იყო. ზოგჯერ საკმაოდ სასტიკიც… ამ აღმოჩენამ ძლიერ გამაოცა.
ამიტომ იმისთვის, რომ ღვთის ოცნება ჩვენთან არ გამქრალიყო და დაგვენახა ის, რაც ღმერთს სურდა, ლოცვითი შეკრებების გამართვა დავიწყეთ. პირველ ქრისტიანთა მოსაგონრად, რომლებიც საიდუმლოდ იკრიბებოდნენ რომის მიწისქვეშეთში.
ბიბლია გვასწავლის, რომ წინასწარმეტყველების სიტყვა არ უნდა უგულებელვყოთ, სიხარულისკენ და უწყვეტი ლოცვისკენ მოგვიწოდებს, რათა ჩვენში სულიწმიდის მოქმედება არ განელდეს. მადლობას ვწირავ ღმერთს იმისთვის, რომ გამომიგზავნა ძმები და მეგობრები, რომლებმაც დრო არ დაზოგეს, ჩემთან ერთად ეძებდნენ ღმერთს და ერთმანეთს ამხნევებდნენ. ისინი რომ არა, ის არ ვიქნებოდი, რაც დღეს ვარ.
შესაძლოა, ახლა მძიმე დროს განიცდი, გაწბილების, ეჭვის, განსაცდელის ჟამი გაქვს. მაგრამ იმედს ნუ დაკარგავ. წმიდა წერილი გვეუბნება: “გადატეხილ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს“ (მათე 12:20).
ღმერთი შენს მხარესაა; ის არ მისცემს ეშმაკს უფლებას, რომ დაგაშინოს. დაიწყე ლოცვა!
ნუ მისცემს „ოცნების მკვლელებს“ შენი განადგურების უფლებას. ღმერთი განაახლებს და აღადგენს შენი ცხოვრების ოცნებას. ჯერ კიდევ არ არის გვიან! ღმერთთან ერთად არასდროს არ არის გვიან. დღეს ის შენი კურთხევის ახალ, შემოქმედ საშუალებას მიმართავს.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს