21

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი არასდროს დაგცინებს

ღმერთი არასდროს დაგცინებს

„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).

დააკვირდით, რას აკეთებს ადამიანი ამ ფსალმუნში: ის ჯერ „მისდევს“, ანუ მიდის, მერე „ადგას“, ანუ დგას, მერე კი ზის. რა უნდა მოხდეს ჯდომის შემდეგ? უტიფართა და მოქილიკეთა შორის აღმოჩნდება.

მადლობა ღმერთს, რომელმაც სხვა გზა გაგიმზადა!

  • ღმერთმა უბადრუკობისგან და ცოდვისგან გიხსნა.
  • განსაცდელისას თავისი მადლი მოგაშველა.
  • მოქილიკეებს მოგარიდა და ახალი ცხოვრებისკენ გაგიძღვა.
  • უწინ მოქილიკე იყავი, ახლა კი მორწმუნე ხარ!
  • შენი ცხოვრების ცენტრი იესო გახდა და სწორი გზით მიდიხარ, რადგან იესოს უმზერ.

ბევრია მოქილიკე, კრიტიკოსი, შეურაცხმყოფელი, ის, ვინც ამცირებს, აკნინებს, ვისთვისაც ჭიქა მუდამ ნახევრად ცარიელია, ვინც მუდამ უარყოფს და უკან იხევს. ასეთ ადამიანებს ადვილად ამოიცნობ: მათ სხვების განკითხვა სურთ და არა კურთხევა.

თუკი შესაძლებელია, მოერიდე ამგვართა საზოგადოებას. თუკი ეს შეუძლებელია, ნუ დაიჯერებ, რასაც ამბობენ, რათა მათმა უარყოფითმა სიტყვებმა შენს ცხოვრებაზე გავლენა არ მოახდინოს. ნუ მოუსმენ მათ ქილიკს. ნუ დაჯდები ავყიათა საკრებულოში.

ღმერთი არასდროს გაგაქილიკებს. შენზე მხოლოდ კარგს ამბობს: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი?“ (იობი 1:8).
შენ მისი შვილი ხარ და ის შენით ამაყობს. მიიღე მისი სიტყვა. ჩემო მეგობარო, გაიგე, რას ფიქრობს ღმერთი შენზე. მას მიაპყარი თვალი და ისე იარე. აი, რას გეუბნება წმიდა წერილი:

„უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გიხსნის. სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო.“ (სოფონია 3:17).

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.