2.36

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი არასდროს მიგატოვებს!

ღმერთი არასდროს მიგატოვებს!

დღეს კვლავ 26-ე ფსალმუნს ვუბრუნდებით.

“…ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ჩემი ხსნის ღმერთო. თუნდაც მიმატოვოს ჩემმა დედ-მამამ, უფალი მიმიღებს მე“ (ფსალმ. 26:9-10).

უმთავრესად ამ მუხლების გამო მსურდა 26-ე ფსალმუნის გარჩევა. ჩემთვის მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია დღეს შენთვის ამის გადმოცემა.

რაა უფრო ტრაგიკული, ვიდრე ის, რომ დედ-მამამ მიგატოვა?

ასეთი რამ მომისმენია: „ერთადერთი, რაც მამამ მომცა, სასქესო უჯრედი იყო“.

სამწუხაროა, არა? რაღა უნდა ვთქვათ მამებზე და დედებზე, რომლებიც ტოვებენ, სასტიკად ეპყრობიან საკუთარ შვილს, ძალადობენ მასზე?

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილების გამო არასწორად აღვიქვამთ ჩვენი ზეციერი მამის სახეს. ბევრი ადამიანის აზრით, ღმერთი სასტიკი, გულგრილი, უინტერესო, თანაგრძნობას მოკლებული მამაა; მეტიც – ზოგი ფიქრობს, რომ ის განგებ გვტანჯავს.

დავითი სწორედ ისე ლოცულობს, თითქოს ღვთის სახეს არასწორად აღიქვამს: “…ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ“.

მაგრამ მაშინვე ხვდება, რომ ღმერთი მისი მშობლებისგან განსხვავდება და ამბობს: “თუნდაც მიმატოვოს ჩემმა დედ-მამამ, უფალი მიმიღებს მე“ .

ხედავ? თუნდაც დედ-მამამ მიგატოვოს, ღმერთი არასდროს არ მიგატოვებს. პირიქით: ის მიგიღებს. ღმერთი სიყვარულია, სიკეთეა, ის გულმოწყალეა. ასეთია მისი ღვთიური ბუნება.

იგი ნამდვილად არ არის პასუხისმგებელი შენი ან მთელი ქვეყნიერების ტანჯვისთვის, რომელმაც მისგან მოშორებული ცხოვრება არჩია. ღმერთს, შენს კეთილ მამას, სურს თავისი მოსიყვარულე მკლავები მოგხვიოს, განუგეშოს და გაგამხნევოს.

მოდი, შევჩერდეთ, თაყვანი ვცეთ ღმერთს ეს სიტყვები წარმოვთქვათ:

დღეის ლოცვა: “გმადლობ, მამაო, რომ მიმიღე შენს მკლავებში. მიუხედავად იმისა, როგორი მიწიერი მშობლები მყავს, შენ კეთილი მამა ხარ. გევედრები, დამეხმარე, რომ სწორად შევძლო შენი გაგება. ვიცი, რომ ხელს არ მკრავ და არასდროს არ მიმატოვებ! გმადლობ. იესოს სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.