2.1

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი არ დაუშვებს, რომ შენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადო!

ღმერთი არ დაუშვებს, რომ შენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადო!

ბიბლია გვეუბნება: „არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; და სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ ატანა“ (1 კორ 10:13).

ჩემი მეგობრის, საოცარი აპლიკაციის YouVersion (რომელის უკვე 200 მილიონზე მეტჯერ არის გადმოწერილი) შემქმნელის, ბობის კვლევის თანახმად, 1 კორინთელთა 10:13 ჩინელ ქრისტიანთა საყვარელი ბიბლიური მუხლია. ჩინეთში, ბევრი სხვა ადგილის მსგავსად, ქრისტიანებს ჯერაც ავიწროვებენ და დევნიან. მახსენდება, როცა 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართულ ლოზანის საერთაშორისო კონგრესზე ვიყავი, ერთადერთი დელეგაცია, რომელიც კონგრესს არ დასწრებია, ჩინეთის დელეგაცია იყო. მათ მონაწილეობა აუკრძალეს! ძალზე სამწუხაროა…

ვხვდებით, რატომ არის ეს ჩინეთის ქრისტიანთა უსაყვარლესი მუხლი… ადვილი როდია იყო ქრისტიანი ჩინეთში. იქნებ, ზოგჯერ არც შენთვის იყოს ადვილი. შესაძლოა, სირთულეებს ვიღაც ადამიანი გიქმნის, რომელსაც შენი რწმენა არ მოსწონს, ან იქნებ განსაცდელის მიზეზი შენს წარსულ გამოცდილებას უკავშირდება.

მაგრამ ამ მუხლში პირობაა: ღმერთი ერთგულია! ის არ დაუშვებს, რომ შენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადო. მან უკვე გამოსავალიც გაგიმზადა. ის გიხსნის ამ განსაცდელისგან. ირწმუნე და გახსოვდე ეს პირობა.

ილოცე ჩემთან ერთად: “უფალო, მწამს! შენ არ დაუშვებ, რომ ჩემს შესაძლებლობაზე მეტად გამოვიცადო. შენი სიტყვა ჭეშმარიტია და როგორც არ უნდა წარიმართოს ჩემი გზა, შენი აღთქმა ჩემთან დარჩება. ვაღიარებ… სრულად მოგენდე! იესოს სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.