4.2

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი არ იცვლება!

ღმერთი არ იცვლება!

“ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა“ (იაკობი 1:17).

ალბათ გსმენია „ბიგ ბენის“, ლონდონის ცნობილი დიდი საათის შესახებ. მისი დანახვა დიდი მანძილიდან შეგიძლია და ის მრავალი ათწლეულია, ზუსტ დროს აჩვენებს. ლონდონში და მთელ მსოფლიოში ყველამ იცის „ბიგ ბენის“ შესახებ. ის ათვლის წერტილი, ორიენტირი და შეხვედრის ადგილია.

შენი ცხოვრება პერიოდებისგან, დღეებისა და ღამეებისგან, გამარჯვებებისა და დამარცხებებისგან, სიხარულის მომენტებისა და სირთულეებისგან შედგება.

ამინდი იცვლება, იცვლება წელიწადის დროები… ღმერთი კი მუდამ უცვლელია. ის იყო, არის და მარად იქნება! ის უცვლელი და მარადიულია.

შენც გაქვს ათვლის წერტილი… ღვთიური ათვლის წერტილი. შენ სრულყოფილი მწყემსი გყავს. იგი…

  • ყოვლიმცოდნეა: მან ყველაფერი იცის შენს შესახებ (ფსალმ. 138:3).
  • ყოვლისშემძლეა: მას შენთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლია (ეფეს. 1:19).
  • ყველგანმყოფია: ის მუდამ შენთანაა (ფსალმ. 138:8)

დღეს ღვთის სული შენთანაა, შენ ღვთის მშვიდობაში ხარ. იგი გმოძღვრავს და შენს გზაზე მიგიძღვის. 

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.