6.23

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი აღასრულებს იმას, რასაც დაგპირდა!

ღმერთი აღასრულებს იმას, რასაც დაგპირდა!

„მაგრამ იგი არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს. და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა” (რომ. 4:20-21).

აბრაამი არ დაეჭვებულა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეუძლებელი იყო. აბრაამს სჯეროდა,  რომ ბუნების კანონთა მიუხედავად მას შვილი ეყოლებოდა.  მას ბოლომდე სჯეროდა, რომ მისი გამჩენი ღმერთი სასწაულს მოახდენდა. 

თითქოს ყველაფერი დასრულდა, აღარაფერი გამოვა… და ამ დროს სასწაული ხდება!

ღმერთი იმას ასრულებს, რასაც ამბობს. მისი ერთგულება შენს ყველა დაბრკოლებას წალეკავს. ნუ დაეჭვდები: ის შეასრულებს იმას, რაც შენთვის განამზადა. ნუ ჩაახშობ რწმენას ეჭვით, ნუ დაჩრდილავ სიხარულს. შენი მომავალი უფლის ხელისგულზეა.

უფალი მოქმედებს… შენთვის მოქმედებს, რადგან შენ მას უყვარხარ. ჩემო მეგობარო, ღმერთი შეასრულებს იმას, რასაც დაგპირდა. ამის დამოწმება ბევრ მორწმუნეს შეუძლია. 

„იმ დროს, როცა „დაინახე სასწაულის“ გზავნილების მიღება დავიწყე, ქმართან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. დიდ ტკივილს ვგრძნობდი, განადგურებული ვიყავი და კარგს არაფერს ველოდი. მაგრამ თქვენმა წერილებმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. რწმენაში განვმტკიცდი, უფლის ხმის მოსმენა ვისწავლე და იმედი დამიბრუნდა. ჩემი მეუღლეც შეიცვალა და დღეს ჩემს ოჯახში მშვიდობა სუფევს. ღმერთმა გაკურთხოთ“. 

„ჩემთვის ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა, ოჯახის წევრებმა მიღალატეს. გავბოროტდი და გადავწყვიტე, არასდროს არავის ვაპატიო. შურისძიებაზეც კი ვფიქრობდი. მერე „დაინახე სასწაულის“ წერილების  და სხვა ადამიანთა მიერ გაზიარებული ისტორიების კითხვა დავიწყე. გავიდა ცოტა ხანი. აზრებიც შემეცვალა და გულიც მომილბა. ამ წერილებმა ღვთის ერთგულება და დიდება დამანახა. გმადლობთ, რომ არსებობთ!“.

მოუსმინე Bethel Music-ის მშვენიერ სიმღერას “Take Courage” და გამხნევდი, რადგან უფალი გამარჯვებას გპირდება…


ერთად ვილოცოთ: „უფალო, მე არ დავეჭვდები. გმადლობ შენი ერთგულებისთვის, რომელიც ჩემს ყველა დაბრკოლებას დაამხობს. გმადლობ იმისთვის, რომ ყველაფერს შეასრულებ, რასაც დამპირდი. შენი სახელით, ამინ“.   

დამოწმება: „გასულ წელს ბევრი სირთულე გადავიტანეთ: სულიერიც, ფინანსურიც და ფიზიკურიც (ჩვენს შუათანა ქალიშვილს შაკიკი აქვს). რწმენაში დავბრკოლდი. ვფიქრობდი, რომ ღმერთი ჩემს ტკივილს და სასოწარკვეთილებას ვერ ხედავს.

ერთ დღეს Facebook-ის საშუალებით „დაინახე სასწაული“ შესახებ შევიტყვე. ასე უპასუხა ღმერთმა ჩემს ლოცვას. რამდენიმე კვირის განმავლობაში წერილებს ვკითხულობდი. მერე ეკლესიაშიც დავიწყეთ სიარული. მახარებს, რომ ჩემი ოჯახი ნელ-ნელა იკურნება. მადლობას ვუძღვნით ღმერთს ყველაფრისთვის, რაც ჩვენს ცხოვრებაში ამ ხნის განმავლობაში მოხდა. მადლობას ვუხდით „დაინახე სასწაულის“ გუნდს“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.