
გახსოვს იოსები? ძმები დამცინავად „სიზმარას“ ეძახდნენ. როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცათ მისი მოკვლა მოინდომეს! სინამდვილეში იოსები „სიზმარა“ არ ყოფილა. ის უბრალოდ წინასწარ ხედავდა იმას, რის ქმნასაც ღმერთი აპირებდა. მისი ძმები კი ამას ვერ ხედავდნენ. წარმოდგენაც არ შეეძლოთ, რომ იოსებს არაჩვეულებრივი ბედი ელოდა, რომ ის ეგვიპტის, იმ დროის უდიდესი გეოპოლიტიკური ძალის მქონე სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი უნდა გამხდარიყო. მაგრამ იოსების მეშვეობით ღმერთმა მისი ძმები, მთელი მათი ოჯახი იხსნა!
სახელი „იოსები“ ნიშნავს „უფალი შეჰმატებს“. როცა უფალი გვმატებს აზრს, იდეას, ხილვას, ოცნებას ან მოწოდებას, ჩვენს გარშემომყოფთათვის ეს შეიძლება გაუგებარი იყოს. ეს შეიძლება ჩვენთვის დაბრკოლებად იქცეს, ამიტომ უნდა მოვიფიქროთ, როგორ გავუმკლავდეთ ამას! ზოგჯერ ვერგაგება შეიძლება მიუღებლობადაც იქცეს!
ძმები იოსებს განუდგნენ, ორმოში ჩააგდეს, შემდეგ კი გაყიდეს, როგორც მონა. ყველასგან დავიწყებულმა რამდენიმე წელი ციხეში გაატარა. მაგრამ ღმერთს იოსები არ დავიწყებია! მან მისი მეშვეობით ბევრი სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა განიზრახა. იოსებს უნდა გაევლო ყველა ეს გამოცდა, რათა ღვთის განგებულება აღსრულებულიყო და მას თავისი ძმები გადაერჩინა!
განდგომა სასტიკი რამაა. მძიმეა მისი ატანა. გამომიცდია, როცა ახალგაზრდა მოძღვარი ვიყავი. ზოგიერთი ქრისტესმიერი ძმის და კოლეგის განდგომა მძიმე გამოცდა იყო, მაგრამ ასე ბევრი რამ გავიგე, განსაკუთრებით მიტევებისა და სიმტკიცის შესახებ!
გამოგიცდია როდისმე სხვათა განდგომა? ან უბრალოდ ის, რომ შენი არ ესმით? რა მოიმოქმედე? უნდა გესმოდეს, რომ ეს შეიძლება ღვთის ჩანაფიქრის ნაწილი იყოს, რომელიც გზას გაგიკაფავს შენი ბედისკენ. შენი ცხოვრების მეშვეობით ღმერთი საოცრებას მოახდენს და ისინიც კი, რომლებიც განგიდგნენ, კურთხეულები იქნებიან და ცხონდებიან. ასე შენ ნამდვილი სასწაული გახდები სხვა ადამიანებითვის!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს