
მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი ბოროტ განზრახვას სიკეთედ აქცევს!
ღმერთი ბოროტ განზრახვას სიკეთედ აქცევს!
ცოტა ხნის წინ ერთმა ადამიანმა მომწერა, რომ ამიერიდან მისი ცხოვრების მიზანი ჩვენი მისიის განადგურებაა! ამ ქალბატონს არ ვიცნობ. წერს, რომ ქრისტიანია და ღმერთს მის განზრახვაში დახმარებას სთხოვს.
რა თქმა უნდა, წერილმა დამამწუხრა. მაგრამ უარყოფით ემოციებს არ ავყოლივარ და ამ ამბის სასიკეთოდ გადაწყვეტა ღვთისთვის მიმენდო. როგორ?
- მე ვაკურთხე ეს ადამიანი. იესო გვეუბნება, ვაკურთხოთ ისინი, ვინც გვავიწროვებს და გვდევნის (მათე 5:44). მე ვილოცე მისთვის: „უფალო, შეეხე მის ცხოვრებას! შენ მას სჭირდები“.
- ვიფიქრე ყველა იმ ადამიანზე, ვინც დევნას განიცდის და ჩემს თავს ვკითხე, როგორ შემიძლია მათი გამხნევება! ადვილი როდია, როცა ვიღაცის სამიზნე ხარ! თუკი გდევნიან, იცოდე, რომ ის, ვინც შენშია, მეტია იმაზე, ვინც ქვეყნიერებაზეა (1 იოანე 4:4).
- ამის დაწერა თქვენს გასამხნევებლად გადავწყვიტე. აი, როგორ აქცევს ღმერთი ბოროტებას სიკეთედ: ერთმა ადამიანმა წყენა მომაყენა, სამაგიეროდ კი მე ბევრ ადამიანს ვაკურთხებ. რა თქმა უნდა, ეშმაკი ასეთ რამეს არ ელოდა!
- ლოცვა და ღვთისმსახურება მტრის გეგმების გაცრუვების საოცარი საშუალებაა. „გმადლობ, უფალო, ამ გამოცდისთვის! ყველაფერი შენი განგებითაა! ის, რასაც ბოროტება უნდა მოეტანა, შენ სიკეთედ აქციე (ფილიპელ. 4:6).
დღეს გთავაზობ ილოცო და აღმოაჩინო, როგორ აქცევს ღმერთი შენი მონაწილეობით ბოროტ განზრახვას სიკეთედ. რადგან ერთი რამ ცხადია: ღმერთს შენთვის საუკეთესო სურს!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს