10.31

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი გეუბნება: „შეჩერდი“ 

ღმერთი გეუბნება: „შეჩერდი“ 

დღეს 2022 წლის ბოლო დღეა. ხვალ ახალი წლის დილა გათენდება, ახალი სიხარულით და ახალი იმედებით სავსე. დღეს კი დაფიქრდი, როგორ მოქმედებდა ღმერთი შენს ცხოვრებაში ამ წლის განმავლობაში. იმედი მაქვს, მასთან დაახლოებაში „დაინახე სასწაულის“ წერილებიც დაგეხმარა. ჩვენი გუნდი კი მოხარულია იმით, რომ ეს დრო შენთან ერთად, შენს მსახურებაში გაატარა. 

ალბათ, მომავალი წლისთვის ბევრი რამ დაგეგმე. დღეს შემართებით ხარ სავსე. მაგრამ გაივლის რამდენიმე კვირა და შემართებაც განელდება. ასე ხდება ხოლმე, თავადაც გამოგიცდია. 

ამიტომ  უფალი გვეუბნება: „შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი…“ (ფსალმ. 45:11).  

ამას იმიტომ გვეუბნება, რომ წვრილმანებზე არ დავიხარჯოთ და გულისყური მთავარს მივაპყროთ – ჩვენს მოწოდებას, იმას, რაც უფალმა ჩვენთვის განიზრახა. ასე რომ შეჩერდი:

  • შეწყვიტე მოძრაობა, რათა მან იმოქმედოს და გეზი გაჩვენოს;
  • შეწყვიტე შფოთვა;
  • შეწყვიტე ლაპარაკი და ჯერ მის ხმას უსმინე;
  • შეწყვიტე შიში, რადგან ღმერთი შენი სიმაგრეა;
  • შეწყვიტე გეგმების შედგენა, რადგან ღმერთმა უკვე ყოველივე განაგო; 
  • უპირველეს ყოვლისა კი შეჩერდი და გაიხსენე, რომ ღმერთი – ღმერთია. 

შეჩერდი და გაიგე: ის ყოვლისშემძლეა, დაუსაბამო და უსასრულოა, ის სამყაროს შემოქმედია. 

ახალი წლის საუკეთესო დასაწყისი უფლის ხმის მოსმენაა. იგი გეტყვის, რა განზრახა შენთვის, როგორ უნდა იმოქმედო, რა ნაბიჯები უნდა გადადგა იმისთვის, რომ მისი გზით იარო და მისი ნების თანახმად იცხოვრო. 

დიახ, ახალი დასაწყისის წინ შეჩერება გმართებს.  
ერთად ვილოცოთ: „მამაო, გმადლობ სიჩუმის დროისთვის, როცა შენს ხმას ვისმენ. გმადლობ, რომ ჩემს ცხოვრებას წარმართავ და გზას მაჩვენებ, რათა შენი დიდება შევძლო. იესოს სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.