
ადრე თუ გვიან ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრების გზაჯვარედინზე აღმოჩნდება. შეიძლება ეს პროფესიის არჩევა იყოს, ან ცხოვრების მეგზურის, ან კიდევ სხვა რამ.
როცა ასეთი მომენტი დგება, ბევრ ჩვენგანს შიში იპყრობს: იქნებ ვცდები? იქნებ არასწორ არჩევანს ვაკეთებ? მაგრამ ღვთის სიტყვა მტკიცე გეზს გვაძლევს. აი, რას გვეუბნება წმინდა წერილი:
„უფალო, ჩემი ლამპარი ხარ“ (2 მეფ. 22:29).
ღმერთმა ყველაფერი იცის: წარსულიც და მომავალიც. მან იცის, რა არჩევანს გააკეთებ და რა გზით წახვალ. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი ლოცვა. მიმართე უფალს და რჩევა ჰკითხე, რათა მისი ნება გაიგო და აღასრულო. არჩევანისას იმაზე კი ნუ იფიქრებ, შენ რა გსურს, არამედ რა სურს უფალს, რომელსაც უსაზღვროდ უყვარხარ და ზუსტად იცის, რა არის შენთვის სასიკეთო.
უფალი წინ მიგიძღვის და უკუნ ღამეშიც კი გზას გინათებს. იმ გზას, რომელიც შენთვის აირჩია. ღმერთი, რომელიც ყველაზე უკეთ გიცნობს, რომელსაც უსაზღვროდ უყვარხარ, თავისი სიტყვითა და თავისი სულით გიხელმძღვანელებს. გწამდეს, მიენდე, გადადგი პირველი ნაბიჯი იმ გზაზე, რომელიც უფალმა შენთვის ინება.
მოდი, ერთად მოვუსმინოთ ამ მშვენიერ სიმღერას ორი შესანიშნავი მუსიკოსის შესრულებით – „Thy Word“.
დამოწმება: „ახლა თქვენი მორიგი წერილის კითხვა დავასრულე და მოღუშული დილა უცებ გამშვენიერდა, დღის გეგმა თავისთავად დაისახა და პრობლემების გადაჭრის გზაც გამოჩნდა. „დაინახე სასწაულის“ წერილების კითხვისას მუდამ ასე ხდება. გმადლობთ თქვენი მსახურებისთვის“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს