
„ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე“ (ფსალმ. 22:2).
იცი, რომ თავად ღმერთსაც დაუსვენია? ექვსი დღე იღვწოდა, ქვეყნიერებას ქმნიდა, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. მერე ათ მცნებაში თავისი ერისთვისაც დააწესა დასვენების დღე – შაბათი.
შაბათი, ყოველკვირეული დასვენების დღე, წინასახეა იმ სრულყოფილი და მარადიული სიმშვიდისა, რომელიც იესომ მოიტანა დედამიწაზე. ეს სიმშვიდე ჩვენი შრომის და საქმეების საფასურად კი არ მოგვეცა, არამედ მხოლოდ იესოს კეთილი ნებით. მან გვიხმო: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“ (მათ. 11:28).
დაღლას, სიმძიმეს და დაქანცულობას გრძნობ? მოდი იესოსთან. ის შენი მწყემსია, ის დაგასვენებს. ის დაასვენებს შენს სხეულს, გონებას და სულს.
- მიენდე იესოს და მას გაჰყევი (მისი გული სავსეა შენდამი სიყვარულით)
- მიენდე იესოს და ის გასწავლის (იესო ხომ სრულყოფილი მოძღვარია)
შენ იესოში პოვებ სულის სიმშვიდეს! (იხ. მათ. 11:29).
დამოწმება: „თქვენს წერილებს სამსახურში, შესვენების დროს ვკითხულობ ხოლმე. რამდენიმე თვის განმავლობაში მე და ჩემს ოჯახს მტერთან ნამდვილი სულიერი ბრძოლის გადატანა მოგვიხდა. თქვენ ამბობთ, რომ ბრძოლა ღმერთს ეკუთვნის, რომ ჩემს მაგიერ იგი იბრძოლებს. თქვენი სიტყვები მუდამ დამაჯერებელია, თანაც წმინდა წერილით დამოწმებული. გავაცნობიერე, რომ მარტო არ ვარ, რომ უფალი არ დაგვტოვებს მე და ჩემი ოჯახის წევრებს და ბრძოლა მას მივანდე. გმადლობთ გამხნევებისთვის და სიბრძნის სიტყვებისთვის. გმადლობთ, რომ ლოცულობთ ჩემთან ერთად და ჩემთვის მაშინ, როცა ეს ასე ძალიან მჭირდება“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს