6.19

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი ზრუნავს შენზე

ღმერთი ზრუნავს შენზე

„მაშ, დამდაბლდით ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ მან თავის დროზე. თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე. (1 პეტრ. 5:6-7)

უფალთან ერთად სავალი გზის ყოველ ეტაპს ცრემლი ახლავს – ხან სიხარულის, ხან სევდის, ხან ბრძოლის ცრემლი. ამ გზის ყოველ დღეს ახალ-ახალი ემოციები და გამოწვევები მოაქვს.

მიუხედავად იმისა, თუ რა გელის დღეს, ღმერთი შენთანაა. მეტიც – ის შენთვის იბრძვის. შენი ცხოვრების უდიდესი გამოწვევის წინაშეც კი გჯეროდეს, რომ ის შენთანაა, ძალიან, ძალიან ახლოს. ის გეტყვის, რაც უნდა გააკეთო, გზას გაჩვენებს, წინ გაგიძღვება. გულს ნუ გაიტეხ, შენ არ დამარცხდები. 

ნუ მიეცემი სასოწარკვეთას, ნუ დაუმორჩილებ მას შენს სულსა და გულს, რადგან შენ ღმერთს მიენდე – ერთგულ ღმერთს, რომელიც არასდროს გაგიცრუებს იმედს. ის არასდროს შეწყვეტს შენზე ზრუნვას. ის ხომ შენი მამა და შენი დამცველია. ის არასდროს გეტყვის, რომ შენთვის არ სცალია, შენს საქმეს სახვალიოდ არ გადადებს.  

ზეციერ მამას უსაზღვრო სიყვარულით უყვარხარ. ის შენთვის დღენიადაგ ზრუნავს.

დამოწმება:  „მარტოხელა დედა ვარ, ჩემს გოგონებს მარტო ვზრდი. ვიცი, რომ ღმერთს ვუყვარვარ. ვიცი, რომ არასდროს მიმატოვებს. მინდა, რომ ჩემი ხელებით მან დედამიწაზე თავისი საქმეები აღასრულოს. ჩემს შვილებსაც ვასწავლი, რომ ყოველი ჩვენგანი უნდა გახდეს ჭურჭელი, რომლიდანაც ამქვეყნად ღვთის ნათელი გადმოიღვრება. ვცდილობ, სიკეთით ვემსახურო ჩემს მეგობრებს, ჩემს ოჯახს, მთელ მსოფლიოს.  „დაინახე სასწაულის“ ყოველი გზავნილი ძალას მმატებს და ისევ და ისევ მარწმუნებს, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. დღეს ცამეტი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც უარი ვუთხარი ნარკოტიკებს და ალკოჰოლს. და ეს სულაც არ არის ჩემი დამსახურება.  დიდება უფალს!  და გმადლობთ ამ უტკბესი გზავნილებისთვის, რომლებიც მართლაც რომ სულიწმიდითაა შთაგონებული. ისინი ყველა მკითხველის ცხოვრებას ამდიდრებს. მსახურების გზაზე ერთმანეთის ხელშეწყობა და გამხნევება გვმართებს. ამიტომ გეუბნებით: ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო! გმადლობთ თქვენი მხარდაჭერისთვის. გმადლობთ ზრუნვისთვის. გმადლობთ, რომ არსებობთ!”.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.