6.9

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი თავის სიტყვას არ დაარღვევს!

ღმერთი თავის სიტყვას არ დაარღვევს!

“და თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარე, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი“. და იქმნა ასე. და აღმოაცენა მიწამ მცენარე, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო“ (დაბ. 1:11-12).

მას შემდეგ, რაც ღმერთმა ეს სიტყვები წარმოთქვა, ანუ სამყაროს შექმნის დღიდან,  მიწას არ შეუწყვეტია ნაყოფიერ ხეთა და თესლოვან მცენარეთა აღმოცენება. ბუნება მუდამ განახლდება და სამყაროს ყველა ელემენტი ემორჩილება იმის სიტყვას, ვისაც ყველაფერი ეკუთვნის.

შენ მის ხმას უსმენ, ამიტომ გწამდეს:

  • მისი სიტყვა ცარიელი არ დაგიბრუნდება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას სურდა (იხ. ეს. 55:11)
  • მისი სიტყვა უსათუოდ მოვა შენთან, არ დაბრკოლდება. (იხ. აბაკ. 2:3)
  • ღმერთი თავის სიტყვას დაიცავს და აღასრულებს ყველაფერს, რაც კი უთქვამს! (იხ. 2 ნეშტ. 6:15)

შენ მისი სიცოცხლით ხარ აღვსილი და კურთხეული. მჯერა, რომ მისი მადლისა და ძლიერების ღირსეული მოწმე იქნები. ნუ დაეჭვდები, შიშით კარს ნუ მიხურავ. შენ ხომ უკვე ხედავ, როგორ სრულდება უფლის სიტყვა.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.