
ფრაზა „მე ყველაფერს ვხედავ“ ყოველთვის დადებით კონტექსტში როდი ვიყენებთ.
ჩემო მეგობარო, ღმერთიც ყველაფერს ხედავს, ის შენ გიმზერს. მაგრამ როგორია შენკენ მიმართული ეს მზერა?
აი, როგორ ლოცულობდა დავით მეფსალმუნე: „შემინახე თვალის ჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე“ (ფსალმ. 16:8).
ჰო, ასეა: ღმერთისთვის შენ თვალის ჩინი ხარ. ის მუდამ გხედავს და, რაც არ უნდა მოხდეს, მუდამ იზრუნებს შენზე. მის თვალში შენ უძვირფასესი საუნჯე ხარ. აი, რას ხედავს შენში უფალი.
ნუ დაეჭვდები მის სიკეთესა და სიყვარულში. რა ბედნიერებაა იცოდე, რომ ღმერთი მუდამ გიმზერს.
დამოწმება: „თქვენი წერილების კითხვისას ერთი რამ შევნიშნე: მათი უმრავლესობა ჩემს ლოცვებს უპასუხებს. ზოგი შფოთვას მიოკებს, ზოგი უფლის სიყვარულს მახსენებს. ბოლო დროს ჩემი დილა თქვენი წერილების კითხვით იწყება. ჩემთვის ეს ისაა, რაც ზოგიერთი ადამიანისთვის – ტრადიციული ფინჯანი ყავა. არც ისე კარგი შედარებაა, თუმცა აზრს ალბათ მიმიხვდით. თქვენი მეშვეობით უფალი სახარების უწყებას აგრძელებს. გმადლობთ და ღმერთმა გაკურთხოთ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს