2.18

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი მუდამ იცავს პირობას!

ღმერთი მუდამ იცავს პირობას!

ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა პირობას დებს: სწორი კვების, ვარჯიშის, წუწუნის შეწყვეტის… მაგრამ რამდენი ჩვენგანი ასრულებს დადებულ პირობას? შენთვის კარგი ამბავი მაქვს: დროის დასაბამიდან ღმერთმა პირობები მოგცა და ისინი არასდროს დაურღვევია! პირიქით: მას გულმხურვალედ ვუყვარვართ, უსაზღვროდ ვუყვარვართ, მუდამ ვუყვარვართ.

გმადლობ, უფალო, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არ გაანელებს ჩემდამი შენს სიყვარულს.

“ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16).

მიყვარს ეს მუხლი, რადგან ბიბლიის ეს ერთ-ერთი უმთავრესი მუხლი რამდენიმე ჭეშმარიტებას გვიცხადებს:

  • ღმერთს დედამიწა უყვარს. ის დაჰყურებს მას და ყოველ ადამიანს იმ რამდენიმე მილიონიდან, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ. მისი სიყვარული უსაზღვროა. ღმერთი სიყვარულია.
  • ქვეყნიერება დაბნეული, დეზორიენტირებული, დაზიანებული და გახლეჩილია, რადგან ადამიანმა დამოუკიდებელი, უღმერთო ცხოვრება არჩია. ღმერთი ხედავს, რომ ყველამ შესცოდა და მის დიდებას განუდგა. მან კარგად იცის, რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია.
  • მაგრამ ღმერთმა სწორედ ასეთი ქვეყნიერების სიყვარული არჩია. მისი სიყვარული უბრალო გრძნობა როდია. ღვთის სიყვარული შემოქმედი სიტყვაა. მას უყვარს, ამიტომ ის გასცემს. მან ჩვენ საკუთარი თავი მოგცა და განკაცდა.
  • მან ჯვარზე ჩვენი ცოდვები, ჩვენი შეცდომები, ჩვენი მსჯავრი აიტანა. ქვეყნიერბის ცოდვა მიიღო. როგორც მეხსარიდმა, ჩვენთვის განკუთვნილი ღვთის რისხვა თავის თავზე მიიღო. მონანიება ცოდვათა აღიარებას იესო მაცხოვრის მიღებას ნიშნავს.

გასაღები რწმენაა! იესოს რწმენა. მარადიულ ცხოვრებას მხოლოდ მის მიერ ვეზიარებით. მის გარეშე არ არის ცხონება, არ არის ცოდვათა მიტევება, არ არის მარადიული სიცოცხლე. მაგრამ მასში ყოველივე ამის სისრულე გვაქვს!

დღეის ლოცვა: “გმადლობ, უფალო, შენი სიყვარულისთვის. გმადლობ, რომ არ დამტოვე. გმადლობ იმისთვის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შენს სიყვარულს მაინც ვერ დამაშორებს. გმადლობ შენი მადლისთვის, რომელიც მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ჩემს ცხოვრებაში. შენ უცვლელი ხარ გუშინ დღეს და მარადის. გმადლობ იმისთვის, რომ მუდამ იცავ შენს პირობებს! იესოს სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.