2.27

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი სასწაულებს ახდენს!

ღმერთი სასწაულებს ახდენს!

დღეს 26-ე ფსალმუნის შესწავლაში პატარა შესვენება გავაკეთოთ და მე გაგიზიარებ გამოგზავნილი მრავალი დამოწმებებიდან რამდენიმეს. ვლოცულობ იმისთვის, რომ ამ მოწმობებმა იმაში დაგარწმუნოს, რომ ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელია, რომ მორწმუნისთვის ყველაფერია შესაძლებელი. ისიამოვნე კითხვით:

  • ჩემ გარშემო ბევრი ათეისტი იყო, რომელთაც ასე უყვართ დავა-კამათი. როგორც კი დავიწყებდი იესოზე საუბარს ან იმის გადმოცემას, თუ რა გააკეთა ღმერთმა ჩემს ცხოვრებაში, ისინი ხარხარს იწყებდნენ.  მომბეზრდა. „დაინახე სასწაული“-ს მოკლე შინაარსის გადმოცემა დავიწყე, თანდათან დაინტერესდნენ და მოსმენა დაიწყეს. სწორედ ასე დაიწყეს მათ ღვთის სიტყვის მიღება. და დღითიდღე ყველაფერი გამოკეთდა… მადლობა ღმერთს!
  • ლოცვის თხოვნა გამოგიგზანეთ. და ის მოხდა, რაზეც ვოცნებობდი. ჩემს უფროს ქალიშვილს ძალიან სჭირდებოდა სამსახური და მან ექვსთვიანი კონტრაქტი მიიღო! ძალიან ბენიერები ვართ!
  • „დაინახე სასწაული“-ს მიღება და კითხვა რომ დავიწყე, მარტოხელა ვიყავი. მრავალი წელი ვევერდრებოდი ღმერთს და ისეთ ქმარს ვთხოვდი, რომელთან ერთადაც მის მსახურებას შევძლებდი. მინდა გითხრათ, რომ უფალი ერთგულია. მან ჩემი თხოვნა რეალობად აქცია. ახლა გათხოვილი ვარ! რა საოცარი დღეა! ათასი მადლობა ჩვენს დიდებულ, ყოვლისშემძლე ღმერთს.
  • ჩემს მეუღლეს მძიმე ფეხმძიმობა ჰქონდა. არავის ეგონა, მშობიარობას თუ გადაიტანდა. ასე დათრგუნული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ერთ დილას „დაინახე სასწაული“ წავიკითხე და ამან ჩემი რწმენა გააძლიერა, უფლის მიმართ ნდობა დამიბრუნა.  უბრალოდ ვიმეორებდი მეფე დავითის სიტყვებს: „ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი სიცოცხლე…“ (ფსალმ. 22:6). და ვთქვი „ასე მოხდეს ჩემს სახლშიც“. და ღმერთმა ჩვენთვის სიკეთე ქმნა. მშვენიერი პატარა გოგონა შეგვეძინა. ჩემი ქალიშვილიც და მისი დედაც ჯანმრთელად არიან!
  • ჩემთვის სასწაულები წამიერი განკურნებით დაიწყო. იმ დღიდან ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრება კურთხევით არის სავსე. ჩავაბარე გამოცდა, რომელშიც მანამდე ოთხკერ ჩავიჭერი. რწმენით გავაგზავნე განცხადებები სამსახურში მიღების თხოვნით და მალე ერთი კომპანიისგან გასაუბრებაზე მოწვევა მივიღე. მოვემზადე, უფლის ნდობამ თავდაჯერება შემძინა და გასაუბრებაზე წავედი. რიგითი გასაუბრება როდი იყო: მთელი საქმე გამაცნეს. მერე დამირეკეს და მაცნობეს, რომ მიმიღეს! სიხარულისგან ლამის ვიყვირე. დიდებულია ღმერთი და დიდებულია მისი საქმე!
  • სასოწარკვეთილებამ დამტოვა. ჩემი რწმენა გაოთხმაგდა! მივედი დასკვნამდე, რომ რაც დამმართნია ან არ დამმართნია, უძლურია მის წინაშე, ვისიც მწამს. ოცდაათი წელიწადი ჩემს სამუშაოს არად აგდებდნენ, ახლახან კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მომენიჭა. ეს ღვთის სასწაულია!

განა საოცარი არ არის ის, რასაც ღმერთი აკეთებს.  ბიბლია გვეუბნება: “… საკვირველია საქმენი შენნი, და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით“  (ფსალმ. 138:14).

მოდი, გამოვნახოთ ერთი წუთი და ვადიდოთ ღმერთი და მისი საქმეები. მასთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.