2.37

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი სწორ გზას გაჩვენებს

ღმერთი სწორ გზას გაჩვენებს

“მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე დამაყენე და სწორ კვალზე გამიძეხი, ჩემი მტრების გამო“ (ფსალმ. 26:11).

როგორც კარგ მამას, ღმერთს სურს გიწინამძღვროს! მას შენთვის გზის ჩვენება სურს. ევედრე დღეს: “უფალო! მასწავლე შენი გზა”.

  • მისი გზა მუდამ ჩვენი გზა როდია. ბიბლია გვეუბნება, რომ მისი ზრახვები ჩვენი ზრახვები არ არის. (ესაია 55:8).

იგი ბრძენია და მან დანამდვილებით იცის, რა იქნება. ღმერთს უნდა თხოვო გაჩვენოს თავისი გზა!

  • მისი გზა სიმართლის გზაა. მის გზაზე შენ უსაფრთხოდ ხარ, რადგან ამ გზაზე ის შენთანაა. მის გზაზე ის წინიდან და უკნიდან გარემოგიცავს და მისი ხელი შენზეა (ფსალმ 138:5).

შენ მის გზაზე ხარ!

  • რა თქმა უნდა, შესაძლოა ამ გზაზე დაბრკოლებას და ბრალმდებლებსაც შეხვდე (ამაზე ორიოდე სიტყვით ხვალ ვისაუბრებთ). არაბული ანდაზა გვეუბნება: „ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდისო“. ეს იმას ნიშნავს, რომ შენს გზას უნდა მიჰყვე და არ იდარდო იმაზე, თუ რას იტყვიან შენზე ცილისმწამებლები.

მიყევი მის გზას. შენ იესო მიგიძღვის! წინ წადი, სავალ გზას კი ღმერთი გაჩვენებს!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.