6.4

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი ყოველივეს მშვენივრად ქმნის თავის ჟამს

ღმერთი ყოველივეს მშვენივრად ქმნის თავის ჟამს

„ყოველივე მშვენივრად შექმნა თავის ჟამს“  (ეკლ. 3:11)

შეგინიშნავს, რომ ერთ-ერთი, რაც ყველაზე მეტად ხელს გიშლის, შენივე მოუთმენლობაა? ჟამი ჯერ არ დამდგარა, ჩვენ კი ყველაფერი დაუყოვნებლივ გვინდა.  

ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ღვთის პასუხი აგვიანებს. მაგრამ ეს ასე არ არის. ღვთის პასუხი ყოველთვის დროულია. 

შენ კურთხევა გელის. ის არ გამტყუნდება. დაელოდე, ის შენთან მოვა, არ დაბრკოლდება (იხ. აბაკ. 2:3).

ერთად მივმართოთ უფალს: „მამაო, მწამს, რომ შენ მიერ დათქმულ ჟამს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრად იქნება. შენ მოგენდობი და შენს კურთხევას ველი. ვიცი, რომ არ დაბრკოლდება. ამინ“.   

დაე, აღივსოს შენი გული მისი მშვიდობით. ის ყოველივეს მშვენივრად ქმნიდა, ქმნის და შეიქმს… თავის ჟამს.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.