2.32

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი ყურადღებით გიმზერს…

ღმერთი ყურადღებით გიმზერს…

“შენ უთხარი ჩემს გულს: ეძიეთ ჩემი სახე! შენს სახეს მოვძებნი, უფალო. ნუ დამიმალავ შენს სახეს და რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს…“ (ფსალმ. 26:8-9).

შენს გულს საუბარი სურს. შენ მთელი არსებით გწყურია შეხვედრა ღმერთთან.

ბიბლია გვეუბნება: “არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4).

და მისი პირი… განა მისი სახის ნაწილი არ არის?

  • მისი სახე მისი მყოფობაა.
  • მისი სახე მისი კეთილი და მზრუნველი ხმაა.
  • მისი სახე მისი მახვილი თვალია.
  • მისი სახე მისი ყურადღებიანი ყურია.

ისევე, როგორც სიყვარულით აღსავსე დედა დაჰყურებს აკვანში თავის ჩვილს, ასევე გიმზერს ღმერტი მზრუნველი ღიმილით.

იგი გელაპარაკება, განუგეშებს, როცა შენ ეს გჭირდება და სიცოცხლის სულს შთაგბერავს, რათა დღეს ისევ აღივსო სიცოცხლით (დაბ. 2:7).

ეძიე მისი სახე. ის შენგან პირს არ იქცევს. ვლოცულობ იმისთვის, რომ სწორედ ახლა გარს მოგეხვიოს და დაგიფაროს მისმა მასაზრდოებელმა მყოფობამ და იგრძნო შენდამი მისი სიყვარულის სისავსე.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.