
მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი შენზე ზრუნვას არასდროს შეწყვეტს
ღმერთი შენზე ზრუნვას არასდროს შეწყვეტს
ახალშობილს გამუდმებული ყურადღება სჭირდება. მომავალ მშობლებს იმის გაცნობიერება მართებთ, რომ უძილო ღამეები და ზრუნვით აღსავსე დღეები ელოდებათ..
წარმოიდგინე, რომ ახალშობილის უძილო და დაღლილ-დაქანცული დედა ამბობს: „კარგი, რა! გაჩუმდი. ცოტა დამოუკიდებლობა გამოიჩინე. შენ თვითონ ჭამე და შენით გამოიცვალე“.
ვერ წარმოგიდგენია, ხომ? რა თქმა უნდა, ის ასე არ იტყვის. დაღლილობის მიუხედავად, ის შვილს ზრუნვას არ აკლებს, ყოველ ღამეს რამდენჯერმე დგება, რომ თავისი ატირებული პატარა დაამშვიდოს.
უფალსაც ესმის შენი ძახილი და მუდამ გიპასუხებს.
„უფლის თვალები მიპყრობილია წმიდებისაკენ და მისი ყურები – მათი ღაღადისაკენ“ (ფსალმ. 33:15).
დედამიწაზე შვიდ მილიარდზე მეტი ადამიანია, მაგრამ ღმერთი ამ მრავალ ხმაში შენს ხმას არჩევს და პირადად გპასუხობს. მისი სიყვარული უსაზღვროა და შენს ცნობიერებას აღემატება. მისი სიყვარული უპირობო და უცვლელია.
ღმერთი შენზე ზრუნვას არასდროს შეწყვეტს. იგი მუდამ უპასუხებს შენს ძახილს და ვედრებას, მუდამ განუგეშებს და გიხელმძღვანელებს. იგი ხარობს, როცა შენ ხარობ; მას სტკივა, როცა შენ გტკივა. იგი მუდამ გიცხადებს თავის სიკეთეს, ალერსს და სინაზეს.
ღმერთი არასდროს გეტყვის – „გაჩუმდი“. შენ მას ვერ დაღლი. შენ მისი საყვარელი შვილი ხარ.
დამოწმება: „ღმერთმა გაკურთხოთ! მადლობას გიხდით „დაინახე სასწაულის“ წერილებისთვის. ღმერთია მოწმე, რომ ეს წერილები ნამდვილი ნუგეში გახდა ჩემთვის ურთულეს დროს. ღმერთმა აკურთხოს მთელი თქვენი გუნდი. მიყვარს ყოველი თქვენგანი და ყველა ის ადამიანი, ვისაც ემსახურებით.
თქვენი წყალობით მრავალწლიანი ნარკოდამოკიდებულება დავძლიე. ლოცვამ, თქვენმა ნუგეშმა და გამხნევებამ ამ საშინელი სენისგან განმკურნა. ახლა იმ აზრით ვცოცხლობ, რომ ღმერთი არსებობს და მის წყალობას საზღვარი არ აქვს. კიდევ ერთხელ გეტყვით: ღმერთმა გაკურთხოთ“
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს