
„ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს“ (იოანე 16:33).
როცა მიხვდები, რომ ღმერთი შენთანაა, ვეღარაფერი შეგაჩერებს.
ღმერთმა გარკვეული მიზნით გაგაჩინა. მისი ჩანაფიქრის აღსრულების გზაზე დაბრკოლებები, ბრძოლა და ტანჯვა გელოდება. მაგრამ შენ ვერაფერი შეგაჩერებს!
ღვთის შეწევნით შენ ყველა სიძნელის და დაბრკოლების დაძლევას შეძლებ.
არ გეგონოს, რომ ეს ადვილი იქნება. მაგრამ გახსოვდეს მისი სიტყვები: „გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს“. თვალი ღმერთს მიაპყარი.
იესოსთან ერთად ყველაფერს შეძლებ. იესოსთან ერთად შენ წარმატებას მიაღწევ. იესოსთან ერთად ყველა განსაცდელს გაუძლებ. იესოსთან ერთად შენ გაიმარჯვებ.
ჩემო მეგობარო, მოდი, ერთად ვილოცოთ: „უფალო იესო!შენ ძლიე სოფელს. ვერაფერი დამაბრკოლებს, რადგან მე შენ გიმზერ. აღარაფრის მეშინია. ვიცი, რომ გავიმარჯვე. შენი სახელით, ამინ“. “
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს