11

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი შენი გამამრთლებელია!

ღმერთი შენი გამამრთლებელია!

“ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთი გამამართლებელი“ (რომ. 8:33)

როგორ მიყვარს მზის ამოსვლა! ცა ღამეულ საფარველს იხსნის და ნათლით იმოსება… ბნელს ნათელი მოიცავს.

ჩემო მეგობარო, დღეს შენს სიცოცხლეში სამართლიანობის მზე ამოვიდა. შენ ქრისტე გიხსნის…

  • წარსულის სირცხვილისგან
  • მომაკვდინებელი სიტყვებისგან, რომლებიც გითხრეს
  • გაკიცხვის სიტყვებისგან, რომლებმაც შენი ფიქრები მოიცვა

ქრისტე გათავისუფლებს და მისი ხმა შენი სულის გამკიცხავის ხმაზე უფრო ძლიერია!

ეს იმას ნიშნავს, რომ…

  • სირცხვილი მოგშორდა
  • წარსულს შენზე ძალაუფლება აღარ აქვს
  • შენ განიწმიდე და თოვლივით სპეტაკი ხარ
  • ღმერთი ისაა, ვინც სამართალს აღასრულებს!

ნუ გატყდები გაკიცხვის, ჭორების, სიცრუის გამო… ამ დილას, სანამ მთელი ქმნილება იღვიძებს, შენს ცხოვრებაში სამართლიანობის მზე ამოდის!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.