
წარმოიდგინე, რომ საოცრად ძვირადღირებული და იშვიათი ნივთის, რაიმე რელიკვიის, ნამდვილი შედევრის მფლობელი ხარ. ასეთ ნივთს განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდე, რომ ვინმემ არ დააზიანოს ან არ მოიპაროს. მაგრამ ვერც ბანკი, ვერც სეიფი, ვერანაირი თავდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს შენი ნივთის დაცვის აბსოლუტურ გარანტიას.
რამდენ გამომგონებელს უთენებია ღამეები, რამდენი ძალისხმევა მოხმარდა ათასგვარი მოწყობილობების და სისტემების შექმნას და სრულყოფას იმისთვის, რომ ამგვარი ნივთები დაეცვათ. საბოლოო ჯამში კი ამ ნივთების გაქრობა მაინც გარდაუვალია. გახსოვდეს, შენზე უფრო ღირებული და დასაცავი ამქვეყნად არაფერია. ბიბლია გვეუბნება: „ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები“ (იგავ. 4:23).
შენი სიცოცხლე, შენი გული, შენი სული მსოფლიოს ყველა სასწაულზე უფრო ძვირფასია. ღმერთს მიანდე ეს საგანძური, ის არის შენი თავშესაფარი, რომელშიც ვერაფერი გავნებს.
- ის თავშესაფარიც არის, რომელიც გიცავს, და წყაროც, რომელიც დაგაწყურებს.
- არ არსებობს ძალა, რომელიც ამ თავშესაფრიდან შენს გატაცებას შეძლებს.
- ყველაზე მეტად უფალს შენი სიხარული სურს.
- უფალი არასდროს ცდება და არასდროს გავნებს.
უფალს მიანდე შენი სიცოცხლე, სული და გული. მხოლოდ მას შეუძლია ამ უდიდესი საგანძურის დაცვა.
შენ ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის. კურთხეული იყოს შენი დღე.
დამოწმება: „დაინახე სასწაულის“ წერილების კითხვა ჩემთვის ძალიან მძიმე პერიოდში დავიწყე. დედა ავად გახდა, რამდენჯერმე ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. სასტიკად დაძაბული ვიყავი, ადგილს ვერ ვპოულობდი და ნერვებს ვერ ვთოკავდი. არადა, დედას ჩემი დახმარება სჭირდებოდა. ერთხელ, დილით, როცა დედას საავადმყოფოში მორიგ პროცედურას უტარებდნენ, დერეფანში ვიჯექი და თქვენს წერილს ვკითხულობდი. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ უცებ საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. ეს არც ბედთან შეგუება იყო, არც იმის ილუზია, რომ დედა სასწაულებრივად გამოჯანმრთელდებოდა. უბრალოდ მივხვდი, საქმეთა სვლა ღმერთს
უნდა მივანდო, მე კი ის ვაკეთო, რაც მევალება. დედამ კიდევ რამდენიმე თვე იმკურნალა. ახლა ჯანმრთელადაა. მე კი ყოველდღე ვახსენებ თავს, რომ ღმერთს უნდა მივენდო, რათა იმ დღეს ჩემს სულში დასადგურებული მშვიდობა შევინარჩუნო“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს