
დღეს 26-ე ფსალმუნის შესწავლას ვაგრძელებთ: “რადგან შემიფარავს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამმალავს თავისი კარავის სამალავში, და კლდეზე მომამაღლებს“ (ფსალმ. 26:5).
- არის დღეები, როცა ყველაფერი ცუდადაა. მაგრამ ბიბლია გვეუბნება, რომ უბედურების დღეს ჩვენი თავშესაფარი ღმერთია. (იერემ. 17:17).
- უფალი შეგვიფარებს თავის სახლში. ის ჩვენი ძალა და შემწეა, ნამდვილი შველაა ძნელბედობისას (ფსალმ. 45:2).
- როცა ქარიშხალი ახლოვდება, შენი თავშესაფარი ღმერთია!
- ის დაგმალავს თავისი კარვის საიდუმლო თავშესაფარში. ღმერთი დაიცავს შენს სიცოცხლეს და შენს სულს (ფსალმ. 120:7).
- “ღმერთი კლდეა ჩემი, რომელსაც ვესავ. ფარია ჩემი და თავშესაფარი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი მოძალადისაგან!“ (2 მეფ. 22:3).
დააკვირდი, როგორ ვითარდება ეს მუხლი?
- კარავში შემიფარავს;
- კარვის სამალავში დამმალავს;
- კლდეზე მომამაღლებს;
“უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო, და მხსნელო ჩემო, ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო“ (ფსალმ. 17:3).
მას მიენდე… უფალი დაცემის უფლებას არ მოგცემს.
ილოცე ჩემთან ერთად: “უფალო, შენ დამიფარავ გასაჭირისას. შენ დამმალავ გასაჭირისას. შენ ამამაღლებ კლდეზე. შენ ჩემი ციხესიმაგრე ხარ! გმადლობ, რომ არასდროს მაძლევ დაცემის უფლებას. იესოს სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს