
მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი შენი საზღვრებით არ ისაზღვრება…
ღმერთი შენი საზღვრებით არ ისაზღვრება…
ჩემი შეცდომების მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ საკუთარი ცოდვების დანახვის უნარიც კი არ მქონდა, ღმერთმა გამოიყენა ჩემი ცხოვრება იმისთვის, რომ ჩემზე ბევრად აღმატებული საქმე დაეწყო. დიდება უფალს! ახლა კი მესმის, რატომ თქვა პავლე მოციქულმა, რომ ჩვენი შემძლეობა ღვთისგანაა (2 კორინთ. 3:5).
ამიტომ იმედიანად ვარ ყოველი ადამიანის გამო, რომელსაც ღმერთი ჩემს გზაზე შემახვედრებს, ასევე შენ გამო, რადგან ახლა ამას კითხულობ. ხომ არ გგონია, რომ მარცხი განიცადე? ხომ არ გგონია, რომ ღვთიური საქმის კეთების ნება არ გაქვს? სასოწარკვეთას ნუ მიეცემი. ღმერთი მრავალჯერ მოგცემს შანსს. ის არ დაგტოვებს!
დღეის ლოცვა: “გმადლობ შენ, ჩემო ღმერთო, ჩემო შემოქმედო, სრულად რომ მიცნობ და ჩემი სისუსტე არ გაშინებს. დღეს ისევ მოგანდე ჩემი სიცოცხლე. ვაღიარებ, რომ შენ ის ხარ, ვინც ღირსად ჩამთვალა და შემძლეობა მომცა და ჩემი ნდობა მხოლოდ შენ გეკუთვნის. შენი სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს