
რისთვისაც არ უნდა იბრძოდე, შენი საუკეთესო მოკავშირე და დამხმარე ღმერთია.
დავით მეფსალმუნე გალობდა: „მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ, რომელიც მიფარავს“ (ფსალმ. 143:2).
ღვთის მიერ შთაგონებული ოცნების გზაზე ბევრი ბრძოლა და დაბრკოლება გელოდება. ამიტომ ზოგ ჩვენგანს სასოწარკვეთა იპყრობს.
ამ დროს შეიძლება თქვა: „ღმერთო, დავიღალე. ეს ჩემს ძალას აღემატება და მე მცდელობა უნდა შევწყვიტო“.
არაერთხელ მითქვამს და კიდევ გეტყვი: შენ მარტო არ ხარ. უფალი შენი სიმაგრეა – სიმაგრე, რომელშიც შეგიძლია დაისვენო, სული მოითქვა და მისი ძალით აღვსილმა გზა გააგრძელო.
ღმერთი შენი თავშესაფარია. მიდი მასთან და შენი გულისნადები მოუყევი, ტკივილი გაუზიარე. ის განუგეშებს, შენს იარებს განკურნავს.
ღმერთი შენი მხსნელია. მისი ძალით ყველა მტერს დაამარცხებ და დაძლევ ყველა დაბრკოლებას, რომელიც შენი მოწოდების აღსრულების გზაზე შეგხვდება.
ღმერთი შენი დამხმარეა. ვიცი, რომ მასთან ერთად ამ განსაცდელსაც გაუმკლავდები. მთავარი ისაა, რომ მზერა უფალს მიაპყრო და სასწაული დაინახო.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს