2.42

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი შენსკენ არის!

ღმერთი შენსკენ არის!

თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდგ?“  (რომ. 8:31).

გჯერა, რომ ღმერთი შენსკენ არის?  მინდა დაგეხმარო ამის უკეთ გაგებაში. გამონახე დრო , ჩაუფიქრდი ღვთის სიტყვის ამ მუხლებს და გულში გაიმეორე. შესაძლოა, ამან შენი ცხოვრება შეცვალოს!  

  1. ქრისტე შენთვის მოკვდა (რომ. 5:8).
  2. შენ ღვთის შვილი ხარ (იოანე 1:12).
  3. შენ ახალი ქმნილება ხარ (2 კორინთ. 5:17).
  4. ღმერთმა შენ შეგირიგა (2 კორინთ. 5:18).
  5. შენი სახელი სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი (ფილიპელ. 4:3).
  6. შენ შუამდგომელი გყავს მამის წინაშე (1 იოანე 2:1).
  7. შენ მიგეტევა (კოლას. 1:14)
  8. შენ რწმენით გამართლდი (რომ. 5:1).
  9. შენ ღვთის მეგობარი ხარ (იოანე 15:15).
  10. შენ ქრისტეს სხეულის წევრი ხარ (1 კორინთ 12:27).
  11. შენ მამასთან კავშირი გაქვს (ეფეს. 2:18).
  12. დარწმუნებული იყავი, რომ ყველაფერი შენს სასიკეთოდ ხდება (რომ. 8:28).
  13. დარწმუნებული იყავი, რომ შენი კეთილი საქმის დამწყები მას შეასრულებს (ფილიპელ. 1:6).
  14. დარწმუნებული იყავი, როცა დახმარება დაგჭირდება, შენ მას მიიღებ (ებრ. 4:16).
  15. შენ ღმერთი გიცავს (1 იოანე 5:18).
  16. შენ ხარ მარილი მიწისა და ნათელი სოფლისა (მათე 5:13-14).
  17. შენ ნაყოფი უნდა გამოიღო (იოანე 15:16).
  18. შენ ღვთის ტაძარი ხარ (1 კორინთ 3:16).
  19. შენ უფლის თანამშრომელი ხარ (2 კორინთ 6:1).
  20. ღმერთმა ქრისტესთან ერთად ზეცაში დაგსვა (ეფეს 2:6).
  21. შენ ყველაფერი შეგიძლია ქრისტეში, რომელიც გაძლიერებს (ფილიპელ. 4:13).
  22. შენ ძლიერი ხარ, რადგან შენში ღვთის სიტყვაა (1 იოანე 2:14).

დიახ, ღმერთი შენსკენაა. ის შენთანაა და შენთვის იბრძვის. ვინ იქნება შენს წინააღმდეგ?  

ძალიან მომწონს. მოემზადე მშვენიერი სიურპრიზისთვის.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.