2.24

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთი შენს ცხოვრებას იცავს!

ღმერთი შენს ცხოვრებას იცავს!

დღეს 26-ე ფსალმუნის შესწავლას გავაგრძელებთ. მე-2 მუხლით დავიწყოთ.

“თუ დამესხმიან თავს ბოროტნი, რათა შესანსლონ ჩემი სხეული, მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან“ (ფსალმ. 26:2).

ბიბლია გვაფრთხილებს: მტერი დაძრწის გარშემო, როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.

შენ მტერი გყავს. ეს ნამდვილად ასეა. მას შენი მოსპობა სურს და ზოგჯერ ამისთვის ბოროტ ადამიანებს იყენებს, რომლებიც მხეცებივით იქცევინ.

თუმცა უნდა გესმოდეს, რომ ადამიანები შენი მტრები არ არიან. ბიბლია გვეუბნება, რომ სისხლისა და ხორცის, ადამიანის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფეთა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ (ეფეს. 6:12).

იცოდე, რომ ის, რომელიც შენთანაა, შენს მოწინააღმდეგეებზე ძლიერია. და მალე ჩვენი მტერი მიწაზე დაემხობა. ირწმუნე ეს და აღიარე!

ბიბლია გვეუბნება (ფსალმ. 120:7): “უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს“.

დიახ, ღმერთი შენ გიცავს!

წარმოთქვი ჩემთან ერთად: “უფალო, იესოს სახელით, მე არ დავმარცხდები, არ დავემხობი მიწაზე! ჩემი მტერი კი დამარცხდა! ეს შენ ხარ, შენ, იესო, ვინც დაიცვა ჩემი სიცოცხლე. მე სრულად გენდობი. შენი სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.