
ღმერთი არასდროს არ დააგვიანებს. მან ყველა შენი გასაჭირი იცის და ჩარევას აპირებს. ის შენ გესაუბრება, “ერთხელ იტყვის, და მეორედაც“ (იობი 33:14).
ღმერთი ყოველთვის გიპასუხებს, ყოველთვის ჩაერევა და მისი მოქმედება დროული იქნება. გულით ეძიე ღვთის პასუხები შენს კითხვებზე და მისი პასუხი არ დააყოვნებს!
შენ ყოველდღე იღებ ჩემს გზავნილს „დაინახე სასწაული“. ბევრი ადამიანისგან მიმიღია სამადლობელი წერილი. ისინი მწერენ, რომ იმ დღეს სწორედ ის სჭირდებოდათ, რაც ამ გზავნილებში იპოვეს. მადლობა უფალს! აი, ორი მშვენიერი მოწმობა:
- “დაინახე სასწაული“ სწორედ მაშინ მივიღე, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ის, რასაც ყოველდღე ვკითხულობ, ჩემდა გასაოცრად, პასუხია იმ ჩემი სიტუაციისა, რომელშიც ახლა აღმოვჩნდი“.
- „სულიწმიდის მოქმედებას იმ დღიდან განვიცდი, როცა პირველად მივიღე „დაინახე სასწაული“. ყველა თქვენი გზავნილი და ლოცვა, რომელთაც გვთავაზობთ, სწორედ იმას ემთხვევა, რაც იმ დღეს მჭირდება“.
„დაინახე სასწაული“-ს ბევრი თქვენგანი კითხულობს. და შეიძლება ისე მოხდეს, რომ სულიწმინდამ გაგაოცოთ: თქვენთვის საჭირო სიტყვაზე მიგითითოთ და ის პირადად თქვენთვის გააცოცხლოს. განა სასწაული არ არის?
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს