
იესოს გასაოცარი გული აღსავსეა მადლითა და სიკეთით და ის ყოველ ჩვენგანს იტევს.
„დაინახე სასწაული“ რომ დავიწყე, მთელი გულით მსურდა, უკეთ გამეცანით, თქვენი გასაჭირისა და საჭიროებათა, თქვენი დარდის შესახებ გამეგო. ჩემი ყოველდღიური წერილები თქვენს ელექრტონულ მისამართებზე იგზავნებოდა, მე კი პასუხად ვიღებდი დამოწმებებს, რომლებიც ლოცვისკენ მომიწოდებდა. თქვენი წერილები შესაძლებლობას მაძლევს გაგიცნოთ, გაგამხნევოთ იმით, რაც უფალმა ჩამიდო გულში. ყველას საკუთარი გზის გავლა გვიწევს და ეს გზა მუდამ იოლი როდია. ზოგჯერ ჩვენთვის მძიმე დრო დგება.
„დაინახე სასწაული“ გეუბნება: „გამაგრდი, იესო შენთანაა“. მკითხველთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება და ერთად ჩვენ გუნდი ვართ, რომლისთვისაც მზე არასდროს ჩადის! გაოცებით ვუმზერ იმ წარმოუდგენელ კავშირებს, რომლებიც ადამიანებს შორის მყარდება და ცხოვრებაში ეხმარება მათ. მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე მოწმობა, რათა დაგარწმუნოთ, რომ ყოველდღიური გზავნილების კითხვა გააგრძელოთ.
- „დაინახე სასწაული“ ჩემთვის ნუგეშია. ყოველდღე ვკითხულობ. ასე მგონია, რომ წერილი საგანგებოდ ჩემთვის დაიწერა, თითქოს თქვენთვის ჩემი ისტორია მეამბოს! თქვენ მე არ მიცნობთ, მე ღმერთი მიცნობს. მან იცის ჩემი გასაჭირის, ბრძოლის ოცნებების შესახებ და მპასუხობს თქვენი და „დაინახე სასწაული“-ს მეშვეობით. ასე ხდება ყოველ დილას. ჩემი დედაც კითხულობს და ერთმანეთს ვეკითხებით ხოლმე: „წაიკითხე „დაინახე სასწაული?“. დიდება უფალს! ეს ჩვენთვის მართლაც გამხნევებაა!“.
- „ორი შვილის მარტოხელა დედა ვარ. არც ოჯახი მყავს, არც მეგობრები. და ცხოვრებისეულ პრობლემებს რომ ვაწყდები, ხშირად სასოწარკვეთილებაში ვვარდები.
- „დაინახე სასწაული“ დარდის დაძლევაში დამეხმარა და თვითმკვლელობა ამარიდა. როდესაც პირველი წერილი წავიკითხე, ღამის პირველი საათი იყო. მოწყენილი და დათრგუნული ვიყავი. მეშინოდა, ხვალინდელი დღე მაშინებდა. ლოცვა დავიწყე და ამ დროს ელ-ფოსტაზე შეტყობინება მივიღე: „ღმერთი ერთგულია. ის აღგადგენს, ცრემლს შეგიშრობს. ეს დანამდვილებით ვიცი“. „დაინახე სასწაული“ ადამიანის ან ადამიანების საქმე კი არა, სულიწმინდის საქმეა“.
მადლობას ვწირავ და ვადიდებ უფალს თქვენი ძვირფასი დამოწმებებისთვის. ვევედრები, კვლავაც მიწინამძღვროს და ყოველ დღე მომცეს სიტყვა, რომელიც მის შვილებს გადაარჩენს, გაამხნევებს და განაახლებს. შენ ღმერთის უმშვენიერესი ქმნილება ხარ. შენ ზეციერ მამას უყვახარ და მეც მიყვარხარ ჩვენი უფლის სიყვარულით. ნუ მოგერიდება, რაც არ უნდა დაგჭირდეს, მას მიმართე!
“აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისთვის“ (ებრ. 4:16).
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს