5.25

ღმერთმა იცის

„იყო ჩემზე უფლის ხელი და გამომიყვანა მე უფლის სულით და დამსვა მე შუაგულ ველზე, და სავსე იყო იგი ძვლებით. და მომატარა მათ შორის ირგვლივ და ძალზე ბევრი იყო ისინი ველის პირზე და აჰა, ძალზე გამხმრები იყო. და მკითხა მან: „ძეო კაცისავ! გაცოცხლდებიან ეს ძვლები თუ არა?“ და ვუთხარი მე: ‘უფალო ღმერთო, მხოლოდ შენ უწყი!“  (ეზეკ. 37:1-3).

იქნებ სწორედ ახლა სიკვდილის ან სევდის ველზე, სიმარტოვის, ტანჯვის, გამომშრალი ძვლების უდაბნოში ხარ. უდაბნო, მკვდარია, გამოფიტული და უსიცოცხლო.   

ამ ნაწყვეტში ღმერთი ეკითხება ეზეკიელს: „გაცოცხლდებიან ეს ძვლები თუ არა?“. ასევე შენ გეკითხება: „გჯეტა, რომ ეს ძვლები გაცოცხლდება? გჯერა, რომ მე სასწაულს მოვახდენ?“. 

ღმერთმა იცის პასუხი ამ კითხვაზე. მას შენი პასუხის გაგონება სურს: „უფალო ღმერთო, მხოლოდ შენ უწყი“. ღმერთმა იცის, რომ შენ სევდის ველზე ხარ. 

ჩვენ შეზღუდულები ვართ ჩვენი ბუნებით. შეზღუდულია ჩვენი თვალთახედვაც, ჩვენი გაგებაც. შეიძლება თავს უბედურება დაგვატყდეს, განაჩენი არასახარბიელო იყოს, დიაგნოზი – არასანუგეშო. ღმერთმა იცის, რა ხდება შენს ცხოვრებაში სწორედ ახლა. მან იცის შენი უდაბნოს, შენი მარტოობის, შენი გამოფიტულობის შესახებ. როცა უიმედობა გიპყრობს, იცოდე – იმედი არის. არის მომავალი, არის ღვთის განგებულება, რომელიც ჩვენს გაგებას აღემატება.
უთხარი ღმერთს: “უფალო, შენ იცი, რა მიჭირს. გმადლობ კურთევისთვის, გმადლობ სასწაულისთვის და იმედისთვის. მე ყველაფერს შენ მოგანდობ“

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.