
მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთმა შენთვის საოცარი რამ განამზადა!
ღმერთმა შენთვის საოცარი რამ განამზადა!
ღმერთმა შენთვის კეთილი მიზანი დასახა!
თუნდაც გზა დაქსაქსული გეჩვენოს, გახსოვდეს: ღმერთს უყვარხარ და შენთვის საოცარი რამ განამზადა.
როგორ შეხვდები სიძნელეებს და დაბრკოლებებს? რამდენად მედგარი ხარ? ღმერთს არასდროს უთქვამს, რომ ჩვენი გზა ადვილად სავალი იქნება. მაგრამ მან წინამძღოლად სულიწმიდა მოგვივლინა, რომელიც გვანუგეშებს, გეზს გვაძლევს და საჭიროების შემთხვევაში სწორ გზაზე გვაბრუნებს.
ღმერთს შენ უყვარხარ. ჩაეჭიდე მის ხელს და ნუ გაუშვებ, თუნდაც მოგზაურობა სირთულეებით იყოს სავსე. წაიკითხე ეს დამოწმებები და ნურასდროს დაეჭვდები – ღმერთს შენ უყვარხარ.
„რამდენიმე წელი ციხეში გავატარე. ორი თვის წინ გავთავისუფლდი. დაბნეული ვიყავი, საკუთარ გრძნობებში გარკვევა მიჭირდა, ვშფოთავდი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, როგორ დავბრუნებოდი ჩვეულ ცხოვრებას. ამ დროს მეგობარმა „დაინახე სასწაულის“ გზავნილები გამიზიარა. რამდენიმე დღე გავიდა და სრული გაურკვევლობა ასევე სრულმა სიცხადემ ჩაანაცვლა: ღვთის და მოყვასის სიყვარულით უნდა ვიმოქმედო. ეს ჭეშმარიტად ბედნიერი ცხოვრების ფორმულაა“.
„თქვენი გზავნილების კითხვისას თითქოს ფრთებს ვისხამ, მაღლა ვიჭრები და ყველაფერს, ამ ცხოვრებას სულ სხვა თვალით ვუმზერ: არავითარი გაურკვევლობა, დაბნეულობა, უიმედობა. ყველაფერი დღესავით ნათელი ხდება. ახლა მივხვდი, რა არის ნამდვილი სიხარული. არასდროს მიპყრობს უიმედობა, ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციებშიც
კი, რადგან ვიცი – ჩემს ცხოვრებაში, ჩემში, უფალი მოქმედებს“.
დიახ, ვიცი და გამცნობ: ღმერთმა შენთვის საოცარი რამ განამზადა!
დამოწმება: „ჩემი ძმა ინსულტის გამო რამდენიმე დღე კომაში იყო. საავადმყოფოში გატარებული სასოწარკვეთილებით სავსე ღამის შემდეგ ელ-ფოსტა გავხსენი. სამუშაოსთან დაკავშირებული წერილების წაკითხვის ძალა არ მქონდა. „დაინახე სასწაული“ გავხსენი და სწორედ ის სიტყვები დამხვდა, რაც იმ დროს მჭირდებოდა. იმედი მომეცა. მივხვდი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა. ღმერთს კი ის უნდოდა, რომ ჩემს ძმას ეცოცხლა. კომიდან გამოვიდა და სულ მცირე რეაბილიტაცია დასჭირდა“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს