
მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთს თავისი შეხებით შენი შეცვლა სურს!
ღმერთს თავისი შეხებით შენი შეცვლა სურს!
“რთულ გზებს ხშირად უმშვენიერეს ადგილებამდე მიჰყავხარ“. ეს ციტატა ეკუთვნის ნიკ ვუიჩიჩს. ჩემო ძვირფასო მეგობარო, დღეს მინდა გზა კი არა, დანიშნულების ადგილი დაგანახო.
ჩვენ მუდამ პრობლემას ვუმზერთ და არა გამოსავალს ამ პრობლემიდან. „დაინახე სასწაული“ იმისთვისაა, რომ ყოველდღე გახსოვდეს: თავი ასწიე და გამოსავალი დაინახე. მოიხსენი ზედმეტი ტვირთი და შენი ლოცვები ზეცისკენ ამაღლდება!
ეს რამდენიმე დამოწმება გაჩვენებს, როგორ შეუძლია ღმერთს ყველაფრის შეცვლა!
- ახლაც მახსოვს, რა მდგომარეობაში ვიყავი, როცა „დაინახე სასწაული“ გამოვიწერე: დათრგუნული, სევდიანი, დაკარგული, ეჭვებით შეპყრობილი. დღეს ასეთი აღარ ვარ. სულ რაღაც ოთხ კვირაში გავიგე, როგორ გავხდე სხვა ადამიანი – ადამიანი, რომელიც სიხოცხლეს უღიმის, რომელიც მეტი მონდომებით ეძებს ღვთის მადლსა და მშვიდობას. მოკლედ, ხელახლა ვსწავლობ ღვთის ნდობას და ეს საოცარია! ეჭვი, სირცხვილისა და შიშის გრძნობა თანდათან ქრება. ყოველდღე ვეუბნები საკუთარ თავს, რომ მხოლოდ იესოს აზრია მნიშვნელოვანი. უფრო მეტ დროს ვატარებ ღმერთზე ფიქრსა და მის ძიებაში.
- „დაინახე სასწაულ“-მა განამტკიცა ჩემი რწმენა, ჩემი ურთიერთობა ღმერთთან. ღმერთმა სასწაულები მოახდინა ჩემს ცხოვრებაში, ჩემს ოჯახში და ოქტომბრიდან მთელი ჩვენი გეგმები შეიცვალა (სიყვარული, ფინანსები, სამსახური…). ვლოცულობდი იმისთვის, რომ ჩვენი მდგომარეობა შეცვლილიყო, რომელიც წლების განმავლობაში არ იცვლებოდა, როგორმე გაუმჯობესებულიყო. და იესომ ყველა ჩემი ოცნება სინამდვილედ აქცია! დიდება იესოს“.
- ყოველ დილით ვკითხულობ თქვენს გზავნილებს და მადლობას ვწირავ ღმერთს იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც დღითიდღე ჩემს ცხოვრებაში ხდება. გმადლობთ თქვენი წერილებისთვის, რომლებიც ასე მეხმარება ღმერთთან დაახლოებაში. იმ დროს, როცა ღმერთს ზურგი ვაქციე, დანაშაულის გრძნობა დამეუფლა. მან მასთან დაბრუნების მადლი მიბოძა. მას შემდეგ ის მასწავლის და წინ მიმიძღვის. თითქოს სახლში დავბრუნდი. დეპრესია, თვითმკვლელობის სურვილი და სიმწარე სრულებით გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. ყოველ დილით ვგრძნობ, როგორ განმაახლებს და მანუგეშებს მისი სული. მანუგეშებს თქვენი წერილებიც, რომელთაც გაღვიძებისთანავე ვკითხულობ.
- „დაინახე სასწაული“ რომ გამოვიწერე, სადოქტორო დისერტაციას ვწერდი. თქვენი წერილების კითხვა თავის აწევაში და ქრისტეს დანახვაში დამეხმარა. დამავიწყდა ჩემი სისუსტეები და დისერტაციის დასრულება შევძელი. დიდება უფალს და გმადლობთ იმისთვის, რომ თქვენ უფლის ჭურჭელი ხართ“.
ელოდე უფალს, იმას, რომ ის შენს ცხოვრებაში იმოქმედებს!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს