18

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთს მგზნებარედ სურს შენი ბედნიერება!

ღმერთს მგზნებარედ სურს შენი ბედნიერება!

„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).

მინდა ეს კვირა პირველი ფსალმუნით დავიწყო!

იცოდით, რომ ფსალმუნების ებრაული ტექსტი იწყება სიტყვით „ნეტარია“ და იესოს პირველი ქადაგებაც ამ სიტყვის ბერძნული შესატყვისით, – „ნეტარი“, „ბედნიერი“, „კურთხეული“, – იწყება?

მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა:
“ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რადგან მათია ცათა სამეფო. ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან“ (მათე 5:3-4).

ოქსფორდის ლექსიკონი ასე განმარტავს სიტყვას „ნეტარი“: „სიამოვნების ან კმაყოფილების (ადამიანით, მოვლენით ან სიტუაციით) გრძნობის გამოვლინება“.

ღმერთს შენთვის სიამე და კმაყოფილება სურს, როგორც აქ, დედამიწაზე, ასევე მარადისობაში!

იესო ისაა, ვისაც შენი გულის უღრმეს სურვილთა განხორციელება შეუძლია, ის ერთადერთია, ვინც ჭეშმარიტ ბედნიერებას მოგცემს.

თავის სიტყვაში უფალი გვირჩევს, ვიყოთ კმაყოფილები და სასოწარკვეთას ვერიდოთ. სწორედ ამას დავინახავთ უახლოესი დღეების განმავლობაში პირველი ფსალმუნის კითხვისას.

მე მწამს და დღეს შენც გიცხადებ, რომ ღმერთს შენთვის ბედნიერება სურს!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.