6.6

მთავარი | დაინახე სასწაული | ღმერთს მიენდე

ღმერთს მიენდე

„შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი: ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე“ (ფსალმ. 45:11). 

როგორ ფიქრობ, რა მოხდება, უფალს თუ მიენდობი?

ის ხომ ღმერთია! ეს სამყარო მისი ქმნილებაა. სამყარო ღმერთმა შექმნა, სამყაროს ღმერთი განაგებს. 

უთხარი უფალს შენი გასაჭირის შესახებ, მას მიანდე შენი ტვირთი და საზრუნავი.

განსაცდელის ჟამს მადლიერებით აივსე და ადიდე უფალი, რადგან მისი პასუხი არ დააყოვნებს. სამადლობელი ლოცვა მის მყოფობას, მის სიახლოვეს გაგრძნობინებს. 
ასე ილოცე: „შემოქმედო ღმერთო, ყოვლისშემძლე ღმერთო. შენია ძალა და დიდება. ჩემს საზრუნავს შენ მოგანდობ, ჩემს ტვირთს ფერხთით დაგიდებ, რადგან ჩემს ცხოვრებას შენ განაგებ. გმადლობ და გადიდებ. ვიცი, რომ შენი პასუხი არ დააყოვნებს. იესოს სახელით, ამინ“. 

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.